კახესია

კახესია

კახესია - ორგანიზმის გამოფიტვა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შედეგად ვითარდება.  

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია

·         შიმშილი;

·         ცუდი კვება;

·         საყლაპავის დაზიანება;

·         საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება;

·         ინტოქსიკაცია;

·         ანორექსია;

·         ჩირქოვანი პროცესები;

·         დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადებები;

·         ამილოიდოზი;

·         გულის უკმარისობა;

·         ენდოკრინული დაავადებები;

·         ონკოლოგიური პროცესები.

 

სიმპტომები

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:

·         ორგანიზმის გამოხატული სისუსტე;

·         შრომისუნარიანობის დაქვეითება;

·         ქრონიკული დაღლილობა;

·         წონის მკვეთრად დაკარგვა;

·         სხეულის შეშუპება;

·         გაუწყლოება;

·         კანის მოდუნება;

·         კანის გაუფერულება;

·         კანის დანაოჭება;

·         თმისა და ფრჩხილების პრობლემები;

·         კბილების დაცვენა;

·         შეკრულობა;

·         პერისტალტიკის დარღვევა;

·         სტომატიტი;

·         ძილიანობა;

·         დეპრესია;

·         ანემია;

·         ჩიყვი;

·         სისხლის ცირკულაციის მოცულობის შემცირება;

·         ამენორეა ქალებში;

·         მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება;

·         არტერიული წნევის დაცემა

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:

·         კახექსიის მაპროვოცირებელი დაავადებების გამოვლენა;

·         სისხლის საერთ ანალიზი;

·         შარდის საერთო ანალიზი;

·         სისხლის ანალიზი ჰორმონებზე;

·         სისხლის ანალიზი შიდსის გამოსავლენად;

·         საჭმლის მომნელებელი ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         საჭმლის მომნელებელი ორგანოების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         კახექსიის მაპროვოცირებელი დაავადებების აღმოფხვრას;

·         რეგულარულ და სრულფასოვან კვების რეჟიმს;

·         პოიფერმენტული პრეპარატების მიღებას;

·         გლუკოზის, ვიტამინების, ელექტროლიტების, ცილოვანი ჰიდროლიზატების, ამინომჟავას ნარევების პარენტერალუერ შეყვანას;

·         ანაბოლიური ჰორმონების თერაპიას;

·         აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებს.

თანადროული და ადეკვატური მკურნალობის შედეგი დადებითია.

 

საშიშროება

კახექსიის მთავარი საშიშროება მდგომარეობს ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესებაში, რაც საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს ლეტალური შედეგით. 

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სრულფასოვანი კვება;

·         ფიზიკური ვარჯიშები

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.