კარიესი
კარიესი – რთული, ნელა განვითარებადი ინფექციური პროცესი, რომელიც არღვევს კბილის მყარ ქსოვილებს. წარმოადგენს კაცობრიობის ყელაზე გავრცელებულ დაავადებას და გვხვდება მოსახლეობის 95%-ში.
ყველაზე მეტად კარიესი აზიანებს:
· კბილის ძირებს;
· კბილებს შორის სივრცეებს;
· კბილების ზედაპირს;
· პლომბების, ბრეკეტების, პროთეზის გარშემო ადგილებს.
მიზეზები
დაავადება ჩნდება ორგანული მჟავების ზემოქმედების შედეგად. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა;
· კბილების დატვირთვა;
· ნერწყვის სეკრეციის და რაოდენობის ნაკლებობა;
· არასწორი კვება;
· ნერწყვის მჟავიანობის ნეიტრალური მაჩვენებელი.
სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
· კბილებზე თეთრი ან მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქების გაჩენა;
· კბილის ემალის ბუნებრივი ბზინვარების დაკარგვა;
· მძაფრი მგრძნობელობის გაჩენა ცივზე, ცხელზე.
დაავადება საშიშია იმით, რომ მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ხოლო ემალის დაზიანების შემჩნევა სტომატოლოგის ჩარევის გარეშე შეუძლებელია.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ახორციელებს სტომატოლოგ-თერაპევტი. მკურნალობის დასადგენად ის ატარებს ვიზუალურ დათვალიერებას სპეციალური ინსტრუმენტების და შუქის ძლიერი წყაროს დახმარებით. რიგ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს კბილის რენტგენოგრაფიული სურათის გაკეთება.
მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
· სპეციალური ხსნარით რემინერალიზაციას;
· კარიოზული ნაწილის დამუშავებას და დაპლომბვას;
· კალიუმის ჰიდროქსიდიან საფენებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება მკურნალობის დროულად დადგენა და დაწყება, შეიძლება განვითარდეს პულპიტი, პერიოდონიტი. გართულებულ სიტუაციაში ხდება კბილის ამოღება.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· ღრძილებიდან სისხლდენის მქონე ადამიანები;
· კბილებზე ცარცისებური ლაქების მქონე ადამიანები;
· ნაჭდევის ანომალიის, ასევე ბრეკეტებისა და პროთეზის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სტომატოლოგის კონსულტაცია წელიწადში მინიმუმ 1-ჯერ;
· სწორი კვება;
· პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა. კბილების გამოხეხვა დღეში მინიმუმ 1-2-ჯერ.