იუინგის სარკომა

იუინგის სარკომა

იუინგის სარკომა - წარმოადგენს ავთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც ვითარდება ძვლის ქსოვილში.  

 

მიზეზები

·         ჩონჩხის ანომალიები;

·         ტრავმები;

·         მემკვიდრეობითობა;

·         შარდ-სასქესო სისტემის განვითარების დარღვევები.

 

სიმპტომები

·         დაზიანებული ადგილის ტკივილი;

·         დროთა განმავლობაში ტკივილი პროგრესირებადი ხდება და ძილსაც კი არღვევს;

·         შეშუპების ადგილში პალპაცია მტკივნეულია;

·         სახსარში რამოიშობა მტკივნეული კონტრაქტურა;

·         დაზიანებულ ადგილას კანის მაღალი ტემპერატურა;

·         შესიებული ადგილის სწრაფი გადიდება;

·         პათოლოგიური მოტეხილობა;

·         მადის დაკარგვა;

·         სისუსტე;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა;

·         ანემია;

·         ქვედა კიდურებით კოჭლობა;

·         კომპრესიულ-იშემიური მიელოპათია;

·         სუნთქვის უკმარისობა;

·         სისხლიანი ნახველი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         ტრავმატოლოგთან და ონკოლოგთან ვიზიტი;

·         დაზიანებული ძვლის რენტგენი;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         პოზიტრონო-ემისიური ტომოგრაფია;

·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         ოსტეოსცინტიგრაფია;

·         დაზიანებული ძვლის მასალის ბიოპსია;

·         იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა;

·         მოლიკულარულ-გენეტიკური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

·         ქიმიოთერაპია;

·         სხივური თერაპია, მაღალი დოზების გამოყენებით;

·         ქირურგიული ჩარევა;

·         მთელი სხეულის დასხივება;

·         ძვლის ტვინის გადანერგვა.

 

საშიშროება

დროული და სათანადო მკურნალობის პირობებში პაციენტის სიცოცხლის და ქმედითუნარიანობის შენარჩუნება სრულიად შესაძლებელია. 


პროფილაქტიკა

სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური ზომები არ არსებობს, თუმცა რეკომენდირებულია:

·         ტრავმებისგან თავის დაცვა;

·         ძვლების ტკივილისას სასწრაფოდ ონკოლოგთან და ტრავმატოლოგთან მისვლა;

·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.