იოდდეფიციტი
იოდდეფიციტი – გავრცელებული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმში იოდის უკმარისობასთან. აღნიშნული პრობლმა თავისთავად წარმოადგენს უამრავი სხვა დაავადების განვითარების მიზეზს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
იოდდეფიციტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც «დაავადება-პროვოკატორს». მისი განთვითარების დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· საკვებთან ერთად საკმარისი იოდის მიღების შეუძლებლობა;
· ე.წ. «იოდდეფიციტურ რეგიონებში» ცხოვრება - საქართველოში ასეთი რეგიონებია: მთათუშეთი, სვანეთი, მაღალმთიანი აჭარა, ზემო იმერეთი და კახეთის მთიანეთი;
· გაზრდილი გონებრივი დატვირთვა;
· ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების პერიოდი;
· მძიმე ვირუსული ინფექციები;
· ბაქტერიული ინფექციები;
· ნაწლავის დისბაქტერიოზი;
· ანტიბიოტიკების უკუჩვენება;
· მოწევა;
· კრიტიკული ასაკი;
· ორალური კონტრაცეპტივების მიღება;
· რადიოაქტიური დასხივება;
· სისხლის პლაზმაში გოიტროგენებისა და სტრუმოგენების შემცველობის გაზრდა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია:
· ფარისებრი ჯირკვლის ზომის გაზრდა;
· ორგანიზმის მოთენთილობის გაზრდა;
· ნევროზულობა, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;
· გაღიზიანება, შენელებული ქმედება, მოდუნება;
· ანემია;
· თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა;
· კანის სიმშრალე, მოყვითალო შეფერილობა;
· ცუდი მადა;
· შეშუპება;
· კანკალი;
· ჭარბი წონა;
· ოფლიანობა;
· მამკაცებში ერექციის დარღვევა;
· მეხსიერების გაუარესება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს:
· ე.წ. «კანის სინჯს»;
· სისხლის საერთო ანალიზს;
· შარდის საერთო ანალიზს;
· ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· სისხლის ანალიზს ჰორმონებზე.
იმ დაავადებების გასაკონტროლებლად, რომელთა გამო განვითარდა იოდდეფიციტი, საჭიროა სხვა ვიწრო სპეციალობის ექიმების კონსულტაციაც.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· იოდის შემცველი სამეიცინო პრეპარატების მიღებას;
· კვების კოერქციას;
· სანატორიულ მკურნალობას;
· იმ დაავადებების განკურნებას, რომლებმაც გამოიწვიეს იოდდეფიციტი ადამიანის ორგანიზმში;
· ტირეოდიული ჰორმონებით თერაპიას.
საშიშროება
დაავადებისას შესაძლოა განვითარდეს:
· ხუთვა;
· გონებრივი აშლილობა;
· ენდემური ჩიყვი;
· სარძევე ჯირკვლების დაავადებები;
· ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის პათოლოგიები;
· ჰიპოთერეოზი;
· ტირეოტოქსიკური ადენომა.
თანადროული და კომპლექსური მკურნალობისას შედეგები დადებითია.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ფიზიოლოგიურ დოზებში კალიუმიანი პრეპარატების მიღება , განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა არსებობს ამის მწვავე აუცილებლობა;
· სასურველია იოდიანი მარილის გამოყენება;
· საჭიროა კურორტებზე დასვენება, მათ შორის ზღვაზე.
სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში იოდის ოპტიმალური გამოყენების დოზა ასე გამოიყურება:
· მეძუძური ბავშვები – 50 მკგ დღე-ღამეში;
· 2-დან 6 წლამდე ბავშვები – 90 მკგ დღე-ღამეში;
· დაწყებითი კლასების მოსწავლეები –120 მკგ დღე-ღამეში;
· მოზარდები და ზრდასრულები – 150 მკგ დღე-ღამეში;
· ფეხმძიმე და მეძუძური დედები – 200 მკგ დღე-ღამეში.