ინტერნეტდამოკიდებულება
ინტერნეტდამოკიდებულება – ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს მიჯაჭვულობა სოციალურ ქსელებთან და ინტერნეტ სივრცესთან. გამოიყოფა ინტერნეტდამოკიდებულების შემდეგი ტიპები:
· უწყვეტი ურთიერთობის ქონა (სოციალურ ქსელში, ფორუმებზე);
· ინფორმაციის ნაკადის მუდმივი მიღების გადაულახავი სურვილი («ვებ-სერფინგი»);
· თამაშებზე დამოკიდებულება (ონლაინ-თამაშების მანია);
· კიბერსექსუალური მიდრეკილება (პორნოგრაფიული საიტების დათვალიერება, კიბერსექსით დაკავების სურვილი).
მიზეზები
· მოწყვლადობისა და წყენის მაღლი დონე;
· დეპრესიისადმი მიდრეკილება;
· დაბალი თვითშეფასება;
· სტრესისადმი ცუდი მდგრადობა;
· კონფლიქტების გადაჭრის უნარის არქონა;
· პრობლემებისგან გაქცევის სურვილი;
· თანატოლებთან და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის პრობლემები;
· ცუდი ადაპტაციის უნარი.
სიმპტომები
· ინტერნეტის გამოყენების შეზღუდვის უშედეგო მცდელობები;
· ინტერნეტში ყოფნის პერიოდის მუდმივი გაზრდა;
· ქსელში ყოფნის დროის შეზღუდვისას გაღიზიანება, აგრესიულობა;
· ინტერნეტის გამოყენება პრობლემებისგან გაქცევის ან განწყობის ამაღლების მიზნით.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნარკოლოგი, რისთვისაც ესაუბრება პაციენტს, რათა დაადგინოს დაავადების გამომწვევი მიზეზები.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას (ანტიდეპრესანტები, დამამშვიდებლები);
· ფსიქოთერაპევტულ მკურნალობას.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· მეხსიერების გაუარესება;
· გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება;
· უძილობა;
· მხედველობის გაუარესება;
· მაჯის გვირაბის ანუ კარპული არხის სინდრომი;
· სახსრებისა და ხერხემლის დაავადებები;
· გულსისხლძარღვთა დაავადებები.
რისკის ჯგუფი
ინტერნეტდამოკიდებულების პრობლემა ყველაზე მეტად მოზარდებში აღინიშნება. ასევე დაბალი თვითშეფასების, მარტოობის გამწვავებული განცდის ადამიანებში.
პროფილაქტიკა
აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია ბავშის კომპიუტერთან ჯდომის ხანგრძლივობის გაკონტროლება და გარკვეულ საიტებზე წვდომის შეზღუდვა.