ინსექტური ალერგია (ალერგია მწერებზე)
ალერგია მწერებზე – არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მთელი რიგი ალერგიული რეაქციები, რომელბიც წარმოიშობა მწერებთან ან მათ მეტაბოლიტებთან კონტაქტისას (მათთან შეხებისას, მათი სხეულის ნაწილაკების შესუთქვისას ან მათგან მიღებული პროდუქტისგან).
ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქციები ვითარდება ფუტკართან, კრაზანასთან, ბზიკთან, ასევე სისხლის მწოველ მწერებთან, როგორებიც არიან კოღოები, რწყილები, ბაღლინჯოები, ასევე ტარაკნებთან.
მწერების ალერგენებთან შეხებამ შეილება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია თავისთავად და გამოიწვიოს სხვა არსებული ალერგიული დაავადებების გამწვავებაც (ნქონქიალური ასთმა).
მიზეზები
დაავადება ვითარდება სისიხლისმწოველებთან და სხვა მწერებთან კონტაქტის შემდეგ. ხშირად ერთ ადგილას ნაკბენი არ იწვევს ძლიერ რეაქციას, მაგრამ მრავლობით ნაკბენი უკვე სერიოზული შედეგების მიზეზი შეიძლება გახდეს.
სიმპტომები
მიღებული დაზიანებების მიხედვით სიმპტომები შეიძლება ჯგუფებად დაიყოს:
· პირველი ჯგუფი – კანის დაბერვა, ბუშტუკების სახით ძლიერი გამონაყარი, კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება, საერთო ინტოქსიკაცია;
· მეორე ჯგუფი – კანის გამონაყარი, წამოვლითი ტკივილები მუცლის არეში, ღებინება, ფაღარათი, მშრალი ხველა, გართულებული სუნთქვა, ქალებს შესაძლოა აღენიშნებოდეს მუცლის ქვედა არეში ტკივილი და სისხლიანი გამონადენი ვაგინიდან;
· მესამე ჯგუფი – ძლიერი თავის ტკივილი, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, გაუცნობიერებლად შარდის გამოყოფა, კანის სიფერმკრთალე, აჩქარებული პულსი.
სიმპტომების სირთულის დონე გამოირჩევა ორგანიზმში მოხვედრილი ალერგენის რაოდენობის მიხედვით, მწერის სახეობით, აღნიშნულ ალერგენზე პაციენტის მგრძნობელობით.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას აკეთებს ექიმი-ალერგოლოგი. ამისათვის ის კეთებს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· იმუნოგრამას;
· რინოსკოპიას;
· პროვოკაციულ და კანის ტესტებს.
მკურნალობა
ინსექტიური ალერგიის მკურნალობა მოიცავს:
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
· იმუნოთერაპიას;
· ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდებს.
პირველ რიგში უნდა შეწყდეს ორგანიზმში შხამის შემდგომი მოხვედრა, მაგალითად რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ნესტარის მოცილება კანიდან.
საშიშროება
ინსექტური ალერგიისას დროული დახმარების აღმოჩენის გარეშე შეიძება დადგეს ლეტალური შედეგი ანაფილაქტიკური შოკის მიღების შედეგად.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც ალერგიისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვთ;
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის აუცილებელია მწერების ხელახალი კბენისგან თავის დაცვა:
· ზაფხულში ეცადეთ ატაროთ დახურული სამოსი (განსაკუთრებით ტყე-პარკების ზონებში), არ იაროთ ფეხშიშველმა მინდორზე;
· მძაფრი პარფიუმერული სურნელის მქონე პარფიუმერიის გამოყენების მინიმიზაცია (რასაც შეუძლია მიიზიდოს მწერები);
· სახლში დაამონტაჟეთ მწერების საწინააღმდეგო ბადეები.