იმუნოდეფიციტი
იმუნოდეფიციტი – დაავადება, რომლის დროს ადამიანს უქვეითდება იმუნური სისტემის უჯრედების ფუნქცია და ორგანიზმი აღარ უწევს წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციებს. იმუნოდეფიციტი ბევრ ბავშვს დაბადებიდან ძალიან მალე უვლინდება.
დღეისათვის გამოიყოფა იმუნოდეფიციტის შემდეგი სახეობები:
· პირველადი იმუნოდეფიციტი (თანდაყოლილი);
· მეორადი იმუნოდეფიციტი (შეძენილი).
მიზეზები
იმუნოდეფიციტის განვითარების მიზეზებია:
· ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები;
· ავთვისებიანი წარმონაქმნები;
· არასწორი კვება, ორგანიზმის გამოფიტვა;
· აუტოიმუნური დაავადებები;
· დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა;
· მძიმე ხარისხის დამწვრობები;
· ენდოკრინული დაავადებები;
· ოპერაციები, მძიმე ტრავმები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმოტომები:
· რესპირატორული დაავადებების განვითარება;
· ვირუსული დაავადებების უმეტესობა რთულდება;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხშირი აშლილობა;
· ჰემატოლოგიური დაავადებების გაჩენა;
· ნევროლოგიური დაავადებების გაჩენა.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-იმუნოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს;
· იმუნოლოგიურ ტესტებს;
· პჯრ-დიაგნოსტიკას;
· სეროლოგიურ გამოკვლევას;
· ვირუსოლოგიურ გამოკვლევას.
მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:
· იმუნოკორექცია;
· იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები;
· ანტიბიოტიკები;
· ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატები;
· სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები;
· ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი კომპლექსები.
საშიშროება
იმუნოდეფიციტი საშიშია იმით, რომ აქვეითებს ორგანიზმის მდგრადობას ისეთი პრობლემების მიმართ, როგორიცაა:
· მძიმე ინფექციური დაავადებები;
· აივ-ინფექცია, შიდსი;
· ონკოლოგიური დაავადებები;
· ადამიანის პაპილომას ვირუსი;
· მენინგიტი.
დიდია ლეტალური შედეგის ალბათობა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· კიბოთი დაავადებულები;
· გადანერგილი ორგანოების მქონე პირები;
· იმუნოდეფიციტის მქონე დედის გაჩენილი ბავშვები;
· ბავშვები, რომლებსაც ძუძუთი კვების პერიოდი 3 თვეზე ნაკლები ჰქონდათ;
· პროფესიული რიკის ჯგუფში შედიან: ბავშვთა ბაღების, სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
პროფილაქტიკა
ნებისმიერი იმუნოდეფიციტის სახეობის პროფილაქტიკა აივ-ინფექციის პროფილაქტიკის მსგავსია.