იერსინიოზი

იერსინიოზი

 

იერსინიოზი  ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. იშვიათ შემთხვევებში დაავადება აზიანებს სახსრებს და კანის საფარს. ზოგჯერ დაავადებას უწოდებენ ნაწლავის იერსიონზს, რადგან პირველ რიგში ხდება საჭმლის მომნელებელი არხის დაზიანება.

დაავადების გამომწვევია ნაწლავის ჩხირიYersinia enterocolitica, რომელიც იყინება და კვდება მხოლოდ 600 გრადუსზე. ჩხირი ვრცელდება საკვებ პროდუქტებში, ამიტომ, იერსინიოზს ხშირად მოიხსენიებენ  როგორც «გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის დაავადებას». 

 

მიზეზები

დაავადებას იწვევს ნაწლავის ჩხირი -  Yersinia enterocolitica, რომელიც ორგანიზმში ხვდება:

·         საკვებისგან;

·         ფეკალურ-ორალური გზიდან.

დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, ყველაზე ხშირად ის ვლინდება 1-3 წლის ასაკის ბავშვებში. ინფექციის აქტივობის პერიოდია შემოდგომა-გაზაფხული.

 

სიმპტომები

დაავადების მთავარი სიმპტომებია:

·         მუცლის ტკივილი;

·         ნაწლავის აშლილობა;

·         მუცლის შებერილობა;

·         გამონაყარი კანზე;

·         გულის რევა;

·         ბავშვებშითხელი კალა, ცუდი სუნით;

·         კუნთების ტკივილი;

·         თავის ტკივილი;

·         ჩიყვი;

·         ყელის ტკივილი;

·         მაღალი ტემპერატურა;

·         სახსრების ტკივილი;

·         სურდო;

·         ხველის შეტევა;

·         კანის გაუფერულება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი ან თერაპევტი და იყენებს შემდეგ მეთოდებს:

·         საერთო დათვალიერებას;

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         კალას ანალიზს. 

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა სტაციონარულია . სპეციალისტი ნიშნავს ანტიბიოტიკებისა და ფტორიქინოლონების მიღების კურსს. აღნიშნული მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა. 

ქრონიკულ ფორმაში გადასული დაავადების მკურნალობა გულისხმობს ანტიბაქტერიული ჯგუფის მედიკამენტების მიღებას. ამასთან, მიჩვევის გამოსარიცხად, ანტიბიოტიკები პერიოდულად იცვლება.

დაავადების მკურნალობა ბავშვებშიც იგივე მეთოდს მოიცავს, ასევე უნდა მოხდეს დღის ნამძილზე მათზე დაკვირვება ინფექციური განყოფილების სტაციონარში.

 

საშიშროება

დაავადების გამოვლენა ბავშვებში რთულია, რადგან ის შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ჩვეულებრივი გაციება, რასაც ახლავს ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა. დაავადების გართულებული ფორმისას ხდება ბაქტერიებით ღვიძლის დაავადება, აღინიშნება თვალის გუგებისა და კანის გაყვითლება. 

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა;

·         სასმელი წყლის სისუფთავის გაკონტროლება;

·         ოჯახში დაინფიცირებული წევრის გამოვლენის შემდეგ კარანტინული მეთოდების გამოყენება;

·         ბავშვის სათამაშოების რეგულარული გაწმენდა სპირტით და ჟანგბადის ზეჟანგით. 

 

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.