ჰიპოკალციემია

ჰიპოკალციემია


ჰიპოკალციემია დაავადება, რომლის დროს სისხლში კალციუმის დონე ეცმა ნორმაზე ქვემოთ. ჰიპოკალციემია ბავშვებს უდგინდებათ დაბადებისთანავე.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება იონიზირებული კალციუმის კონცენტრაციის დაწევით. ჰიპოკალციემიის მიზეზები შეიძლება იყოს:

·         პარატირეოიდული ჰორმონების დონის დაწევა;

·         მაგნიუმის დეფიციტი;

·         D ვიტამინის უკმარისობა;

·         ოსტეობლასტიკური მეტასტაზები;

·         რაქიტი;

·         ჩონჩხის კუნთების ნეკროზი;

·         ღვიძლის უკმარისობა;

·         მწვავე პანკრეატიტი;

·         ნაწლავის დაავადება;

·         ცილების დაბალი დონე;

·         ღვიძლის ციროზი;

·         ენტეროპათია;

·         სეპტიკური შოკი.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         კუნთების კრუნჩხვა, სპაზმები;

·         მწვავე ტკივილი კუნთებში;

·         ჩხვლეტა და მოდუნება ენის, ხელების, ფეხების არეში;

·         გულის რითმის დარღვევა;

·         გაღიზიანებულობა;

·         კრუნჩხვები (ტეტანია);

·         ეპილეპტიკური გულყრა;

·         კანის დახეთქვა, სიმშრალე;

·         ფრჩხილების მტვრევა.

ხშირ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;

·         შარდის ანალიზს;

·         ელექტროკარდიოგრაფიას;

·         ძვლების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;

·         დენსიტომეტრიას;

·         შინაგანი ორგანოების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         სპეციალურ სინჯებს.

 

მკურნალობა

დაავადების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         კალციუმის შემცველ პრეპარატებს;

·         D ვიტამინის შემცველ პრეპარატებს;

·         მაგნიუმის დონის ამწევ პრეპარატებს.

სამკურნალო პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს როგორც აბების, ისე ინექციის სახით.

 

დიეტა

მკურნალობის დროს საჭიროა რაციონში შედიოდეს კალციუმის, მაგნიუმის და D ვიტამინის შემცველი პროდუქტები:

·         რძე და რძის პროდუქტები;

·         ფაფები (წიწიბურა, შვრია);

·         ხილი, ბოსტნეული (კომბოსტო, ბროკოლი, სტაფილო, ყურძენი, ალუბალი);

·         სარდინი, ხამანწკები, ორაგული;

·         პარკოსნები;

·         ჩირები.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ოსტეოპოროზი;

·         მხედველობითი ნერვის დისკის შეშუპება;

·         კატარაქტა;

·         ნევრიტი;

·         ჰიპოპარათირეოზი;

·         გულის უკმარისობა;

·         ჩონჩხის დეფორმაცია.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         დღენაკლული ახალშობილები;

·         შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალების გაჩენილი ბავშვები;

·         ბავშვები, რომლებმაც გადაიტანეს გაგუდვა მშობიარობის დროს.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         კალციუმით, მაგნიუმით და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტების საკვებად რეგულარული გამოყენება;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და თირკმელების დაავადებების დროული მკურნალობა;

·         მოსადუნებელი პრეპარატების გამოყენების შეწყვეტა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.