ჰიპოგონადიზმი

ჰიპოგონადიზმი

 

ჰიპოგონადიზმი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობა და ორგანიზმში ჰორმონების სინთეზის დარღვევა. დაავადებას შეიძება ჰქონდეს თანდაყოლილი ან შეძენილი ხასიათი. გამოიყოფა ქალისა და მამაკაცის ჰიპოგონადიზმი.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობის კლებით ან ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული რეგულაციის დარღვევით.

დაავადების მიზეზები მამაკაცებში:

·         სასქესო ჯირკვლების თანდაყოლილი განუვითარებლობა;

·         სათესლე სადინარების ქსოვილის სტრუქტურის დარღვევა;

·         საკვერცხეების ჩამოშვება;

·         ქიმიური და სამედიცინო პრეპარატების ტოქსიკური ზემოქმედება;

·         ინფექციური დაავადებები (ორქიტი, ვეზიკულიტი);

·         ზედმეტი რენტგენული დასხივება;

·         საკვერცხეების დაზიანება (ვარიკოცელე, ქირურგიული ჩარევა).

დაავადების მიზეზები ქალებში:

·         თანდაყოლილი დარღვევები (საკვერცხეების ჰიპოპლაზია);

·         ინფექციური დაავადებები (სიფილისი, პაროტიტი);

·         ზედმეტი მზის ან რენტგენის სხივების მიღება;

·         საკვერცხეების დაზიანება ან მათი ამოკვეთა.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათბს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         სქესობრივი  განვითარების შეფერხება, მხრის კორპუსის, გულმკერდის უჯრედების განუვითარებლობა, სასქესო ორგანოს მცირე ზომა მამრობით სქესში, ხმამაღალი ხმა (ბავშვებში ჰიპოგონათიზმის არსებობის დროს);

·         გაცხიმოვნება, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, პოტენციის არქონა, საკვერცხეების მცირე ზომა, უნაყოფობა, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დაავადებები (მამაკაცებში);

·         მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გენიტალიის, სარძევე ჯირკვლების განუვითარებლობა, ვიწრო მენჯი (ქალებში).

თუ დაავდება განვითარდება ნაყოფის მომწიფების პერიოდში, შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს ორსქესიანი გარე სასქესო ორგანოები.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს შემდეგ გამოკვლევებს:

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;

·         გენიტალიის პალპაცია;

·         სპერმატოგრამა;

·         საკვერცხეების ბიოპსია;

·         საშვილოსნოს ულტრა-ბგერით გამოკვლევა.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ჰორმონალურ პრეპარატებს;

·         ანდროგენებს;

·         საკვერცხის ტრანსპლანტაციას;

·         ფალოპლასტიკას;

·         ორალურ კონტრაცეპტივებს (ქალებისთვის).

 

საშიშროება

დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         გასუქება;

·         სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება;

·         კუნთების მოდუნება;

·         ოსტეოპოროზი;

·         სისხლნაკლებობა.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         მამაკაცები, რომლებსაც გადატანილი აქვთ საკვერცხის კიბო;

·         ადამიანები, ვისაც აწუხებთ თურქული კეხის დაავადებები;

·         აივ-ინფიცირებულები;

·         შაქრის დიაბეტით დაავადებულები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის პაციენტებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ ექიმ-ენდოკრინოლოგთან გამოკვლევა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.