ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი - ხასიათდება სინდრომით, რომლის დროსაც ხდება შარდის შეუკავებლობა. აღნიშნული პრობლემა ადამიანს უქმნის უამრავ უხერხულობას, რაც გამოწვეულია იმით, რომ სულ მოშარდვის განცდა და ამასთან შეუკავებლობა აქვს. დაავადება გვხვდება როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში.
მიზეზები
დაავადების მიზეზებია:
· თავის ტვინის ქერქის ცენტრალურ ნერვულ ნაწილში ცვლილებები, რომელიც პასუხისგმებელია შრდვის პროცესზე;
· პარკინსონის დაავადება;
· სტრესი;
· ინსულტი;
· შარდმდენი პრეპარატების მიღება;
· ინფექციური დაავადებები;
· დიაბეტი;
· თირკმელების მუშაობაში პათოლოგიური ცვლილებები;
· შარდის ბუშტის ანთებითი პროცესი;
· ორგანოებში ქვებისა და სიმსივნეების არსებობა;
· ყავისა და ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღება;
· პროსტატის გადიდების გამო შარდის გამოყოფის დარღვევა;
· ონკოლოგიური პროცესები;
· საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· ხშირი შარდვა (დღეში 8-10-ჯერ მეტი, ღამეში 2-3-ჯერ მეტი);
· შარდის შეუკავებლობა;
· ფიზიკური დატვირთვისას, სიცილის ან ხველის დროს შარდის თვითნებურად გამოყოფა;
· შარდის შეკავების სურვილი, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელია;
· შარდის წვეთობით გამოყოფა;
· შარდვისას წვა და ტკივილი;
· შარდის ბუშტის ბოლომდე დაუცლელობის შეგრძნება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი სახის მანიპულაციების ჩატარება:
· გამოცდილ უროლოგთან ვიზიტი, რომელიც დანიშნავს დაავადების სწორ მკურნალობას;
· იმ დაავადებების გამორიცხვა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჭარბი შარდდენა;
· შარდის საერთო ანალიზი;
· აღნიშნული დაავადების ქალებში გამოვლენის დროს საჭიროა გინეკოლოგთან ვიზიტი;
· სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება;
· რენტგენოგრაფიის ჩატარება;
· უროდინამიული გამოკვლევების ჩატარება;
· ცისტოსკოპიის ჩატარება, რომლის საშუალებით ექიმი შეძლებს ურეტრასა და შარდის ბუშტის დათვალიერებას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ფიზიოთერაპიას, რომელიც გულისხმობს ელექტროფარეზს, ამპლიპულსთერაპიას, ნემსით რეფლექსოთერაპიას;
· მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომელიც მოიცავს ანტიმუსკარინულ პრეპარატებს, რომლებიც არეგულიერებენ შარდის ბუშტზე რეფლექტორულ გავლენას;
· პაციენტის ცხოვრების წესის კორექციას (ალკოჰოლზე, ყავაზე, მოწევაზე უარის თქმა, ჭარბ წონასთან ბრძოლა, სითხის მიღების ნორმალიზაცია);
· სამკურნალო ფიზკულტურას, რომელიც მოიცავს მენჯის კუნთების ვარჯიშს;
· ქირურგიულ ჩარევას.
საშიშროება
დაავადება შეიძლება გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ლეტალური შედეგი. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· სპროტი;
· მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
· კვების ნორმალიზება;
· უროლოგთან რეგულარული ვიზიტი.