ჰიდროცეფალია

ჰიდროცეფალია

 

ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყლული) დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის ტვინში ცერებროსპინალური სითხის დაგროვება. დაავადება გვხვდება ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში.

სითხის დაგროვების მიხედვით გამოიყოფა:

·         შიდა ჰიდროცეფალიასითხე გროვდება თავის ტვინის პარკუჭებში;

·         გარე ჰიდროცეფალიასითხის დაგროვება სუბარაქნოიდულ სივრცეში;

·         საერთო ჰიდროცეფალიასითხე გროვდება როგორც პარკუჭებში, ისე სუბარაქნოიდულ სივრცეში.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება რეზორბციის დარღვევის შედეგად, ცერებროსპინალური სითხის პროდუქციისა და ცირკულაციის შედეგად, რასაც მივყავართ ტვინის პარკუჭებში, ცისტერნებსა და სუბარაქნოიდულ სივრცეებში მის დაგროვებამდე. ჰიდროცეფალიის მიზეზებია:

·         დედის ინფექციური დაავადებები ორსულობის პერიოდში;

·         ტრავმები, თავის ტვინის ანთება (მენინგიტი, ენცეფალიტი);

·         თავის ტვინის სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევა;

·         თავისა და ზურგის ტვინის მანკები;

·         ნაადრევად დაბადება.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         თავის გარშემოწერილობის სწრაფი ზრდა (60 სმ-ზე მეტი);

·         გაბერილი ყიფლიბანდი;

·         თვალის კაკლების ქვემოთ გადახრა;

·         თავის თმიან ნაწილში ვენების გაგანიერება;

·         სიელმე;

·         გულის რევა, ღებინება;

·         კრუნჩხვა;

·         თავის ტკივილი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობისთვის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:

·         სეროლოგიური გამოკვლევას;

·         თავის ქალას რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას;

·         თავის ტვინის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         თავის ტვინის ანგიოგრაფიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ქირურგიულ ჩარევას (შუნტირებადი ოპერაცია, რომელიც აღადგენს თავზურგტვინის სითხის მოძრაობას, გარე დრენირებადი ოპერაციები);

·         დიურეტიკებს;

·         გლუკოკორტიკოიდებს;

·         საერთო გამაჯანსაღებელ თერაპიას.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული და სწორი მკურნალობა, შესაძლოა განვითარედეს შემდეგი სახის გართულებები:

·         თავის ტვინის დაზიანება;

·         ფიზიკური უუნარობა;

·         გონებრივი სისუსტე.

ახალშობილებსა და ძუძუმწოვარ ბავშვებში დაავადება ხშირად სრულდება ლეტალური შედეგით.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         დღენაკლული ბავშვები;

·         ბავშვები, რომელთა დედებმა ორსულობის პერიოდში გადაიტანეს ინფექციური დაავადებები;

·         ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი პათოლოგიები და განვითარების პრობლემები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ორსულმა ქალებმა გაიარონ კონსულტაცია ექიმ-ინფექციონისტთან;

·         ბავშვებში ცენტრალური-ნერვული სისტემის ინფექციური დაავადებების აღმოფხვრა;

·         თავის ტრამვებისგან დაცვა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.