ჰიდრადენიტი

ჰიდრადენიტი

 

 

ჰიდრადენიტი წარმოადგენს ანთებით პროცესს, რომელიც მიმდინარეობს აპოკრინულ საოფლე ჯირკვლებში. დაავადების მთავარი გამომწვევია სტაფილოკოკური ინფექციები. უმეტესწილად პრობლემა აზიანებს იღლიის ჯირკვლებს. ჰიდრადენიტი ხშირად გვხვდება ჭიპის, ანუსის, დიდი სასქესო ბაგეების არეში და ა.შ.   
ჰიდრადენიტის ძირითადი სახეობებია:

·         ერთმხრივი;

·         ორმხრივი.

 

მიზეზები

ჰიდრადენიტისი მიზეზი არის ორგანიზმში ოქროსფერი სტაფილოკოკის შეღწევა, რომელიც სხვადასხვა გზით ხდება:

·         კანის მექანიკური დაზიანება (მაგალითად სამართებლით კანის გაჭრის დროს);

·         ჭარბი ოფლიანობა;

·         მოუხერხებელი ტანსაცმელი;

·         სუსტი იმუნიტეტი;

·         ჰორმონალური დარღვევები ქალებში;

·         ენდოკრინული დაავადებები;

·         ცხიმიანობა;

·         პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობა.

 

სიმპტომები

·         კანზე მყარი კვანძების გაჩენა, რომლებიც ვიზუალურად ზოგჯერ საწოვარას ჰგავს;

·         ქავილი;

·         ტკივილი, რომელიც ძლიერდება კვანძზე ზემოქმედებისას;

·         კვანძების მკვეთრი გაზრდა;

·         კვანძების ადგილებში კანის მოლურჯო-მოვითალო შეფერილობა;

·         ჩირქოვანი გამონადენი კვანძებიდან;

·         კვანძებში წყლულის გაჩენა;

·         გამოკვეთილი ტკივილი;

·         მაღალი ტემპერატურა;

·         საერთო სისუსტე;

·         იმუნიტეტის დაქვეითება.

ჰიდრადენიტი გამოირჩევა განვითარების 2 კვირიანი ციკლით. ის შეიძლება ვითარდებოდეს უსიმპტომოდ ან იმალებოდეს კანის სხვადასხვა პრობლემების უკან.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ზუსტი დიაგნოსტიკის ჩატარება:

·         პროფესიონალ დერმატოლოგთან ვიზიტი;

·         სისხლის ანალიზის გაკეთება ლეიკოციტების განსაზღვრისთვის;

·         შარდის საერთო ანალიზი;

·         შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევა დაავადების გამომწვევი პირველადი მიზეზების დასადგენად.

 

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         ანთების ადგილის დამუშავებას სპეციალური მალამოებით და ხსნარებით (სალიცილის მალამო და ბორის სპირტი);

·         დაზიანებული ადგილის დაცვას სისველისგან;

·         ანტიბიოტიკების კურსის გავლას;

·         კვანძების მოცილებას ოპერაციული გზით.

ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა დერმატოლოგთან ვიზიტი, რათა მოხდეს დაავადების მკურნალობის სწორად დანიშვნა. 

 

საშიშროება

დროული და აქტუალური მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს, თუმცა ეს არ გამორიცხავს დაავადების განმეორებით წარმოქმნის საშიშროებას. ამ დაავადების თავისებურება ისაა, რომ შეუძლია ხშირად რეციდივირება, მაშინაც კი, თუ პაციენტი წინა შემთხვევისას სრულიად გამოჯანმრთელდა.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ჰიგიენის წესების დაცვა;

·         ცხიმთან ბრძოლა;

·         მოსახერხებელი სამოსის ტარება;

·         საერთო ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა, იმ დაავადებების დროულად და კომპლექსურად მკურნალობა, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიდრადენიტი.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.