ჰეპატიტი E
ჰეპატიტი Е – ღვიძლის ვირუსული დაავადება ფეკალურ-ორალური დასნეულების მექანიზმით, რომელიც მიდრეკილია ეპიდემიური გავრცელებისკენ, კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. მსოფლიოში ყოველწლიურად ჰეპატიტი Е-ს 20 მლნ შემთხვევა ფიქსირდება.
მიზეზები
დაავადების ძირითადი მიზეზებია:
· საკვებში დაბინძურებული პროდუქტების, წყლის გამოყენება;
· დაავადებული ადამიანთან საერთო ჭურჭლის, აბაზანის და სხვა ნივთების გამოყენება;
· დაავადებული სისხლის გადასხმა;
· მუცლადყოფნის პერიოდში დაავადების დედისგან ნაყოფზე გადაცემა.
დაავადების სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიპტომები:
· დიდი ხნის მანძილზე მაღალი ტემპერატურის ქონა (10 დღემდე);
· გულის რევა, ღებინება;
· საერთო სისუსტე;
· შარდის გამუქება;
· თვალის კაკლების გაყვითლება, ენის, კანის დახეთქვა;
· კანის ზედაპირზე სილურჯეების და სისხლჩაქცევების გაჩენა;
· კალას გაუფერულება;
· სისხლის წნევის დაცემა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპათოლოგი და ნიშნავს:
· ღვიძლის ფიბროსკანირებას;
· მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია);
· იმუნოფერმენტულ ანალიზს;
· სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს;
· შარდის საერთო ანალიზს;
· ღვიძლის ბიოქიმიურ ანალიზს.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· დეზინტოქსიკაციურ ხსნარებს;
· გლუკოზისა და ვიტამინების ხსნარებს;
· იმუნომამოდულირებელ საშუალებებს;
· სპაზმოლიტიკურ პრეპარატებს;
· ჰეპატოპროტექტორებს (ღვიძლის უჯრადების დამცავი პრეპარატები);
· ნაღვლის პრეპარატებს.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში ინიშნება დიეტა №5, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:
· მარცვლეული, პური;
· ცხიმიანი ხორცი, თევზი, ქათმის ხორცი და მათგან მომზადებული წვნიანები;
· მოხარშული კვერცხი;
· მჟაუნა, ხახვი, ისპანახი;
· ბოლოკი;
· კონსერვები, შებოლილი და დამარინადებული პროდუქტი;
· ხილისა და კენკროვანების მჟავე სახეობები;
· ნაყინი, შოკოლადი;
· მდგოვი, წიწაკა;
· კაკაო, მაგარი ყავა;
· გაზიანი სასმელები;
· სპირტიანი სასმელები.
რეკომენდირებულია რძის დიეტის დაცვა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, შესაძლოა წარმოიშვას შემდეგი სახის გართულებები:
· ღვიძლის ციროზი;
· ღვიძლ-თირკმელების უკმარისობა;
· სისხლის მიმოქცევის დაქვეითება;
· შინაგანი ორგანოების სისხლდენა;
· ტვინის ფუნქციის დარღვევა;
· ღვიძლის კიბო.
დიდია ლეტალური შედეგის ალბათობა.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ვაქცინაციის ჩატარება;
· ექიმ-ჰეპათოლოგთან გამოკვლევის ჩატარება;
· საკვები პროდუქტების საგულდაგულოდ გარეცხვა, ონკანის წყლის გადადუღება;
· პირადი ჰიგინის წესების დაცვა.