ჰეილიტი

ჰეილიტი

 

 

ჰეილიტი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი და აზიანებს ტუჩის ლორწოვან გარსს.

 

მიზეზები

·         კანის სხვადასხვა დაავადეების არსებობა;

·         არაეკოლოგიური გარემო;

·         ორგანიზმში В ვიტამინის ნაკლებობა;

·         ნევროლოგიური აშლილობა;

·         ქიმიურ საშუალებებზე რეაქცია.

 

სიმპტომები

·         ტუჩების დახეთქვა, წვა, შეშუპება, ტკივილი;

·         ტუჩების სიმშრალე, სისხმდენი ნაპრალების გაჩენა, ეროზია, ტუჩის კანი კარგავს ელასტიურობას;

·         ტუჩების შეშუპება, ჰიპერემია ქავილის და წვის თანხლებით, ტკივილი, ტუჩებზე ბუშტუკების გაჩენა;

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         საერთო სტომატოლოგიური დათვალიერება;

·         კანის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

შესაძლოა საჭირო გახდეს ნევროლოგის კონსულტაცია.

 

მკურნალობა

·         ვიტამონოთერაპია;

·         ჰორმონალური პრეპარატები;

·         ანთების საწინააღმდეგო მალამოები;

·         ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებები;

·         ლაზერული თერაპია.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს კიბო.

 

რისკის ჯგუფი

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;

·         ქრონიკული პაროდონტის, კბილებზე ნადებისა და ქვის, ასევე კარიესის მქონე ადამიანები;

·         20-60 წლის ასაკის მამაკაცები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ნაკლებად ყოფნა;

·         ტუჩის კოსმეტიკური საშუალებების დაკვირვებით შერჩევა;

·         ტუჩის მკვებავი საშუალებების გამოყენება;

·         პირის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.