ჰაიმორიტი
ჰაიმორიტი – სინუსიტის ნარისახეობა, რასაც ახასიათებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება. ჰაიმორიტი ზრდასრულებსა და ბავშვებში ჩნდება წლის ცივი სეზონის დროს.
გამოიყოფა ჰაიმორიტის შემდეგი ფორმები:
· მწვავე ჰაიმორიტი – ვითარდება ინფექციური დადავადებების შემდეგ;
· ქრონიკული ჰაიმორიტი – ვითარდება მწვავე ჰაიმორიტისგან, მკურნალობის არარსებობის პირობებში.
ჰაიმორიტის სახეობები:
· ერთმხრივი;
· ორმხრივი.
მიზეზები
დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
· მწვავე რესპირატორული ინფექციების გართულება;
· ალერგიული რეაქციები;
· ფიზიოლოგიური მიზეზები;
· ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებები;
· კბილების დაავადებებისას ინფექციების გავრცელება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის ისმპტომები:
· სქელი, მომწვანო-მოყვითალო გამონადენი ცხვირიდან;
· ტკივილი, რომელიც ძლიერდება დახრის ან სახის კუნთების დაჭიმვისას;
· ყნოსვის დაკარგვა;
· მაღალი ტემპერატურა;
· ცხვირის გაჭედვა;
· მუდმივი სურდო.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოტოლარინგოლოგი და ნიშნავს:
· პირის ღრუს დათვალიერებას;
· სახის რენტგენოლოგიურ გმოკვლევას;
· ცხვირის ტომოგრაფიას.
მკურნალობა
ჰაიმორიტის სამკურნალოდ ინიშნება:
· ლორწოვანის დასიების საწინააღმდეგო და ჭარბი ლორწოვანის გამოსადევნი პრეპარატები;
· ანტიბიოტიკები;
· ზოგადგამაჯანსაღებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· ცხვირის ღრუს გამორეცხვა;
· ცხვირის ღრუს პუნქცია;
· ჰაიმოროტომია.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ოფთალმიტი;
· მხედველობითი ნერვის დაზიანება;
· მენინგიტი;
· ენცეფალიტი;
· ოსტეომიელიტი.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ჰიგიენის ნორმების დაცვა;
· მოწევაზე უარის თქმა;
· სპირტიან სასმელებზე უარის თქმა;
· დაბინძურებული შენობებისთვის და გარემოსთვის თავის არიდება.