ჰაიე ვერნიკეს სინდრომი
ჰაიე ვერნიკეს სინდრომი (ვერნიკეს ენციფალოპათია) – შუა ტვინის და ჰიპოთალამუსის მწვავე დაზიანება ადამიანის ორგანიზმში ტიამინის ნაკლებობის გამო.
მიზეზები
· გასტროინტესტინალური დაავადებები;
· ფეხმძიმობის დროს ღებინება;
სიმპტომები
· ატაქსია;
· მეხსიერების დაბინდვა;
· ოფთალმოპლეგია;
· დეზორიენტაცია;
· აპათია;
· გაღიზიანება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა: სისხლის გამოკვლევა, ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევა, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
· В ვიტამინის მიღება;
· В2, В6 ვიტამინების, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავას, ანაბოლური სტეროიდების მიღება;
· მაგნიუმის სულფატის 25-ე ხსნარის მიღება;
· ფსიქოლოგიური თერაპია.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· ადამიანის ქცევისა და ცხოვრების ცვლილება;
· თავის ტვინის მუშაობის აღდგენის შეუძლებლობა;
· ამნეზია ან მეხსიერების ნაწილობრივად დაკარგვა;
· ძილიანობა;
· ცნობიერების დაკარგვა;
· მუდმივი გულძმარვა;
· შიზოფრენია;
· ტვინის სიმსივნე;
· ტვინის მუშაობის სრული ატროფია.
რისკის ჯგუფი
ძირითადად რისკის ჯგუფს წარმოადგენენ 35-დან 65 წლის ასაკამდე მამაკაცები, რომლებიც ეტანებიან ალკოჰოლს. ასევე ქალები 30-დან 65 წლის ასაკამდე.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებისგან თავის შეკავება;
· რეგულარული, სრუფასოვანი და სწორი კვება;
· სრულფასოვანი ძილი;
· ფიზიკური დატვირთვების რეგულარობა.