გვირაბის სინდრომი
მაჯის არხის გვირაბის სინდრომი - წარმოიშობა შუა ნერვის დაზიანებით.
მიზეზები
· მაჯის ნერვის დაზიანება;
· მაჯის ნერვის შეშუპება;
· კუნთებზე სტატიკური დატვირთვა;
· ხელების მოუხერხებელი მდგომარეობა;
· ხელებით ერთგვარი მოძრაობების ხანგრძლივად შესრულება;
· ტრავმები.
სიმპტომები
· თითბის ქავილი, კანკალი და ჩხვლეტა;
· მგრძნობელობის დაკარგვა თითებში;
· ხელების ტკივილი;
· ქსოვილების შეშუპება;
· ხელებსა და ხელის გულებზე ჩხვლეტა;
· ზედა კიდურებში ძალის დაკარგვის შეგრძნება;
· მტევნების ტკივილისგან გამოწვეული უძილობა;
· დიდი თითის კუნთების ატროფია;
· მუშტის შეკვრის შეუძლებლობა;
· საგნების დიდი ხნის მანძილზე დაჭერის შეუძლებლობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ნევროლოგთან ვიზიტი, რომელიც დაადგენს კუნთების დაჭიმულობის დონეს;
მკურნალობა
· ზედა კიდურების მოქმედების შეზღუდვა;
· ხელების დატვირთვის მინიმუმამდე დაყვანა;
· ძვლების იმობილიზაცია;
· ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ჭიმავს და ამაგრებს კუნთებს;
· ფიზიოლოგიური თერაპია;
· მედიკამენტოზური მკურნალობა;
· ვიტამინოთერაპია;
· კვების კორექცია.
საშიშროება
დაავადების მთავარი საშიშროება რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება არის ხელებით ელემენტარული მოძრაობების შესრულების შეუძლებლობა. თუმცა სწორი და დროული მკურნალობისას შესაძლოა გართულებების თავიდან აცილება.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კომპიუტერთან მუშაობისას ხელები უნდა ელაგოს მაგიდაზე და მტევნები არ უნდა იყოს მოხრილი;
· სავარძელს და სკამს უნდა ჰქონდეს სახელურები;
· სამუშაო უნდა გულისხმობდეს შუალედურ შესვენებებს.