გულის თანდაყოლილი მანკი
გულის თანდაყოლილი მანკი – ეს არის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება გულის, მისი სისხლძარღვების, სარქვლის ანატომიური გადახრებით.
არსებობს გულის თანდაყოლილი მანკის შემდეგი სახეობები:
· თანდაყოლილი გულის მანკი სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში უცვლელი სისხლის მიმოქცევით;
· მანკი ფილტვებში ჭარბი სისხლის მიმოქცევით;
· მანკი ფილტვებში შეზღუდული სისხლის მიმოქცევით;
· კომბინირებული გულის მანკი.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· ფეხმძიმობის დროს არასასურველი ეკოლოგიური გარემო;
· ფეხმძიმობის დროს ალკოჰოლის, ნარკოტიკების გამოყენება;
· ქალის 35 წელს ზემოთ ასაკი;
· დედის მიერ ფეხმძიმობისას ვირუსული დაავადებების გადატანა.
სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
· ტირილისა და ძუძუთი კვების დროს ბავშვის კანი უფერულდება და ლურჯდება;
· გულის მოსმენისას ისმის ხმაური;
· ბავშვს აღენიშნება გულის უკმარისობის ნიშნები;
· სუნთქვის უკმარისობის ნიშნები;
· ფიზიკური განვითარების დაქვეითება;
· ფიქსირდება გულის მუშაობისა და აგებულების დეფექტები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ელექტროკარდიოგრამა;
· რენტგენოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევები;
· გულის კათეტერიზაცია;
· აორტოგრაფია;
· გულის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· ფონოკარდიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· არტერიული სადინარის ნაპრალის გაკვეთა;
· ფილტვისა და ლავიწქვეშა არტერიის დაკავშირება ერთმანეთთან.
თანდაყოლილი მანკის ოპერაცია გულისხმობს საგულდაგულო ინსტრუმენტულ და კლინიკურ გამოკვლევას და დეფექტის მაქსიმალური სიზუსტით დადგენას.
საშიშროება
გულის მანკის დაგვიანებით აღმოჩენის შემთხვევაში და სათანადო მკურნალობის არარსებობისას შესაძლოა განვითარდეს ფიზიკური განვითარების პრობლემები ლეტალურ შედეგებამდე.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია ფეხმძიმე ქალს ჰქონდეს ცხოვრების ჯანსაღი წესი, შეძლებისდაგვარად იმყოფებოდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, თავი დაიცვას ვირუსულ-ანთბითი პროცესებისგან, განსაკუთრებით ფეხმძიმობის დასაწყისში.