გულის იშემიური დაავადება
გულის იშემიური დაავადება - წარმოადგენს დედამიწაზე სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს. ის ვლინდება კორონარული არტერიების სისხლგამტარობის დარღვევაში, რაც იწვევს მიოკარდუმის დაზიანებას. არტერიების შევიწროვება არღვევს სისხლის მიწოდების პროცესს, რაც თანდათან ზრდის სტენოკარდიას და გულის უკმარისობას, საბოლოოდ კი არტერიული თრომბი იწვევს მწვავე იშემიას.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· მოწევა და ალკოჰოლი;
· სიმსუქნე და არასწორი კვება (ცხიმიანი საკვების მიღება)
· შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონია (არტერიული წნევის აწევა);
· სტრესი, ძლიერი ფიზიკური ან ემოციური დატვირთვა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· სტენოკარდია (ხანგრძლივი ტკივილი გულმკერდის არეში);
· გართულებული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა;
· გულის უკმარისობა ფეხებში სისუსტის შეგრძნებით და შესიებით;
· ჰიპერტაქიკარდიის გამო გულის გაჩერება (300 დარტყმაზე მეტი).
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები, რომლებშიც შედის:
· მშვიდ მდგომარეობაში დატვირთვის ქვეშ კარდიოგრამის გაკეთება;
· ექოგრამა და კორონოგრამა;
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი მასში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის გასარკვევად.
მკურნალობა
დაავადებას მკურნალობენ მედიკამენტური და ქირურგიული მეთოდებით. თერაპია კურნავს სტენოკარდიის სიმპტომებს, ამცირებს თრომბოზისკენ მიდრეკილებას და ადაბლებს ქოლესტერინის დონეს. აღნიშნული მეთოდის არაეფექტურობის დროს მიმართავენ სხვადასხვა ქირურგიულ მეთოდებს:
· ათეროსკლეროტული დაზიანების ადგილებში ხდება დაზიანებული სისხლძარღვის შეცვლა ხელოვნურით (კორონარული შუნტირება);
· შიდა სისხლძარღვოვანი პლასტიკა (ენდოვასკულარული ქირურგია) აღადგენს დაზიანებული სისხლძარღვების გამტარუნარიანობას.
დაავადების მკურნალობა ინდივიდუალურია და მოიცავს: ნორმალური ძილის რეჟიმს, ემოციურ სიმშვიდეს, უცხიმო, ვიტამინიზირებულ დიეტას, ზომიერ ფიზიკურ აქტივობას, თამბაქოს და ალკოჰოლის გამორიცხვას.
საშიშროება
· მიოკარდის ინფარქტი;
· გულის გაჩერება და სიკვდილი (გადაუდებელი რეანიმაციის არ არსებობის შემთხვევაში).
პროფილაქტიკა
· მოწევის გამორიცხვა;
· ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტა;
· ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა;
· სტრესისგან თავის დაცვა;
რისკის ჯგუფი
· ქრონიკული მწეველები;
· შეუსვენებლად მომუშავეები, რომელბიც განიცდიან დიდი სტრესს;
· ჰიპერტონიკები და დიაბეტიკები.