გულის ასთმა
გულის ასთმა - წარმოადგენს ხუთვით შეტევებს, ჰაერის უკმარისობას, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
მიზეზები
· მიტრალური სტენოზი;
· გულის იშემიური დაავადება;
· მიოკარდის მწვავე ინფარქტი;
· გულის ანევრიზმა;
· პოსტინფარქტული მდგომარეობა;
· ქრონიკული გლომერულონეფრიტის გამწვავება;
· კარდიოსკლეროზი;
· მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი;
· გულის კანკალი;
· გულის სარქვლების უკმარისობა ან მანკი;
· სისხლის მასის გაზრდა;
· გულის უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის ჰიპერაქტიურობით ან ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით.
სიმპტომები
· ხუთვა;
· მშრალი ხველა;
· კანის სიფერმკრთალე;
· სახის, ტუჩების თითების სილურჯე;
· ჭარბი ოფლიანობა;
· ფილტვების შეშუპება, მძიმე სუნთქვა;
· რეფლექტორული ხასიათის ბრონქიალური სპაზმები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· კარდიოლოგის მიერ დათვალიერება;
· გულმკერდის რენტგენი;
· ელექტროკარდიოგრამა;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა
· შეტევის დროს პირველადი სამედიცინო დახმარება;
· მედიკამენტოზური მკურნალობა;
· ჟანგბადის ინჰალაციები;
· მორფინის ან ფუროსემიდის შეყვანა კანქვეშ ან მედიკამენტური ფორმით მიღება;
· გულის გლუკოზიდების შეყვანა.
საშშროება
შეტევის დროს შესაძლოა დადგეს ლეტალური შედეგი. აუცილებელი სამედიცინო დახმარების პირობებში ამის თავიდან აცილება შესაძლებელია.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· რაციონალური მედიკამენტოზური თერაპია;
· არტერიული წნევის კონტროლი;
· ჯანსაღი ცხოვრების წესი;
· სიმშივდე.