გულძმარვა

გულძმარვა

გულძმარვა მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს წვა გულმკერდის არეში, რომელიც ვრცელდება კუჭიდან ზედა მხარეს და ზოგჯერ ყელშიც ამოდის. წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს.

 

მიზეზები

გულძმარვა ვითარდება კუჭის მჟავე წვენის საყლაპავში გადასვლის შედეგად. მისი წარმოქმნის მიზეზებია:

·         ზედმეტი ჭამა, მოსიარულე მდგომარეობაში ჭამა, ცუდი ღეჭვა;

·         შოკოლადის, ცხიმიანი, ტკბილი საკვების ჭარბად მიღება;

·         ზედმეტად ცივი ან ცხელი საკვების მიღება;

·         ჭარბი წონა;

·         მოწევა;

·         ცხარე და ტკბილი საკვების ხშირად მიღება;

·         სტრესული სიტუაციები;

·         ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივად მიღება (სალიცილის მჟავა);

·         ჭამის შემდეგ ფიზიკური დატვირთვა;

·         საყლაპავის დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         საყლაპავსა და გულმკერდის არეშე წვა;

·         მჟავა რეგურგიტაცია;

·         პირში მწარე, მომჟაო გემო;

·         ხველა, ყელის წვა და ტკივილი (ჩვეულებრივ იწყება საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, ძლიერდება დახრილ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში).

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-გასტროეტეროლოგი ატარებს:

·         საერთო დათვალიერებას;

·         სისხლის, შარდის საერთო ანალიზს;

·         ეზოფაგოგასტროსკოპიას;

·         კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის რენტგენოკონტრასტულ გამოკვლევას;

·         საყლაპავის რინომეტრიას;

·         საყლაპავის მონომეტრიას.

 

მკურნალობა

მკრუნალობა მოიცავს:

·         ანტაციდურ პრეპარატებს;

·         ალგინატებს;

·         ანტისეკრეტორულ პრეპარატებს;

·         პროკინეტიკებს;

·         დიეტის დაცვას.

 

დიეტა

მკურნალობის დროს საკვებიდან უნდა გამოირიცხოს:

·         ცხიმიანი, ცხარე, ტკბილი საკვები;

·         ყავა, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები და წვენები.

რეკომენდირებულია:

·         რძე, ხაჭო;

·         ფაფები;

·         მოხარშული პროდუქტი.

საკვების მიღება უნდა მოხდეს პატარა ულუფებით, დღეში 4-5-ჯერ, ბოლო კვება დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა არსებობს შემდეგი გართულებების განვითარების საშიშროება:

·         საყლაპავის წყლული;

·         საყლაპავის დაზიანებული ადგილებიდან სისხლდენა;

·         ბარეტის საყლაპავი (საყლაპავის ლორწოვანი გარსის ქსოვილების ცვლილება);

·         საყლაპავის კიბო.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         რაციონალური კვება, ზედმეტი ჭამისგან თავის შეკავება;

·         დიდი ბალიშის გამოყენება ძილის დროს;

·         სხეულის მასის გაკონტროლება;

·         ზედმეტად მოჭერილ სამოსზე უარის თქმა, ასევე არ მოიჭიროთ ქამარი;

·         წელიწადში მინიმუმ ერთხელ ენდოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.