გრიპი

გრიპი

გრიპი  სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე საშიში და რთული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით. ის გადაეცემა ჰაერ-წვეთოვან გზით. დროდადრო დაავადება ვრცელდება პანდემიის და ეპიდემიის სახით.

 

მიზეზები

დაავადების დროს ზიანდება ცხვირი, ყელი და ფილტვები. გრიპის ვირუსი აქტიურდება ზამთრის პერიოდში.

გრიპის ძირითადი მიზეზებია:

·         დავირუსებული ჰაერის ჩასუნთქვა (დაავადებული ადამიანის მიერ დაცემინების ან დახველების შედეგად ჰაერში გავრცელებული ვირუსი);

·         იმ ნივთებთან კონტაქტი, რომლებსაც შეეხო დაავადებული.

 

სიმპტომები

გრიპისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსამდე);

·         თავის ტკივილი;

·         სახსრებში ტეხვა;

·         ჭარბი ოფლდენა;

·         ყელის ტკივილი;

·         გულმკერდის არეში ტკივილი;

·         სურდო;

·         ცხვირის ლორწოვანის გამოშრობა;

·         ხველა.

გრიპის გართულებული ფორმებისას აღინიშნება:

·         ღებინება;

·         ცხვირიდან სისხლდენა;

·         კრუნჩხვები;

·         ჰალუცინაცია.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-თერაპევტი და ნიშნავს:

·         ყელ-ყურ-ცხვირის ნაცხის ანალიზს;

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         სიცხის დამწევ პრეპარატებს;

·         ანტივირუსულ პრეპარატებს;

·         სისხლძარღვების შემავიწროვებელ საშუალებებს;

·         ამოსახველებელ და ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს;

·         პოლივიტამინებს;

·         ბალახეული ნაყენის ინჰალაციებს;

·         იმუნომამოდულირებელ საშუალებებს;

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.

მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ვიტამინიზირებული სითხეების მიღება და კენკროვანების ნაყენი.

ბავშვებში გრიპის დროს რეკომენდირებულია წოლითი რეჟიმი.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ფილტვების ანთება;

·         ბრონქიტი;

·         ბრონქოლიტი;

·         სმენის დაქვეითება;

·         ცხვირის ლორწოვანის ატროფია;

·         რეიეს სინდრომი;

·         მენინგიტი;

·         ენცეფალიტი.

გრიპის ზოგიერთი სახეობა იწვევს ლეტალურ შედეგს, რაც გამოწვეულია ინტოკსიკაციით, ტვინში სისხლის ჩაქცევით ან გულისა და ფილტვის უკმარისობით.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         50 წელს ზევით ადამიანები;

·         2 წლამდე ბავშვები;

·         სკოლამდელი ასაკის ბავშვები;

·         ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები;

·         ფეხმძიმე ქალები;

·         ადამიანები, ვისაც აწუხებს ენდოკრინული სისტემის, თირკმელების, სისხლის დაავადებები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ვაქცინაციის ჩატარება (კუნთში ინექცია ან ცხვირში ჩაწვეთება);

·         იმუნოგამაძლიერებელი პრეპარატების მიღება;

·         C ვიტამინის მიღება;

·         ინფექციური გრიპის გავრცელების პერიოდში ხალხის თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება;

·         სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მუდმივად განიავება;

·         გრიპით დაავადებულთან კონტაქტისას დამცავი ნიღაბის გაკეთება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.