ღორის გრიპი
ღორის გპირი - მწვავე დაავადება, რომელიც გამოწვეულია А გრიპის პანდიემური ვირუსით (H1N1). ეს დაავადება ღორისგან გადაეცემა ადამიანს და ახასიათებს სწრაფი გავრცელება.
მიზეზები
დაავადების მექანიზმები შემდეგია:
· აეროგენური;
· კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო.
სიმპტომები
· მაღალი ტემპერატურა 38-39°С-მდე;
· საერთო სისუსტე;
· კუნთების ტკივილი;
· გულის რევა, ღებინება;
· ტანში ტეხვა;
· მოთენთილობა;
· მადის არქონა;
· ციებ-ცხელება;
· მშრალი ხველა;
· ხუთვის შეგრძნება;
· ფილტვების ანთების განვითარება ადრეულ სტადიაზე;
· საკვების მონელების დარღვევა.
დიაგნოსტიკა
· თერაპევტისა და ინფექიონისტის კონსულტაცია;
· ხვირ-ხახის ლორწოვანის პჯრ-დიაგნოსტიკა ვირუს А (H1N1)-ის გამოსავლენად;
· სისხლის საერთო ანალიზი;
· შარდის საერთო ანალიზი;
· ცხვირ-ხახის ლორწოვანი ნაცხის ვირუსოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
· დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია;
· პირბადის ტარება (ყოველ 4 სთ-ში გამოცვლა);
· საკვებად А, В, С ვიტამინების მაღალი დოზის შემცველობის პროდუქტის გამოყენება;
· მედიკამენტური თერაპია;
· ინფუზიური სადეზინტოსიკაციო თერაპია;
· სრულფასოვანი კვება;
· სიმშვიდე.
საშიშროება
ღორის გრიპი – საშიში დაავადებაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. განსაკუთრებით საშიშია ის ფეხმძიმე ქალებისთვის.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· დაინფიცირებულ ადამიანებთან კონტატისგან თავის შეკავება;
· უცნობებთან ახლო კონტაქტისგან თავის შეკავება.