გლომერულონეფრიტი

გლომერულონეფრიტი

გლომერულონეფრიტი (გორგლოვანი ნეფრიტი) თირკმელების დაავადება, რომელსაც ახასიათებს თირკმლის გლომერულების დაზიანება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს თირკმელების სხვა სტრუქტურებიც (თირკმელების არხები, უჯრედშორისი ქსოვილები). გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები. განვითარების მექანიზმით გამოიყოფა პირველი და მეორე ხარისხის გლომერულონეფრიტი.

 

მიზეზები

დაავდება წარმოიშობა თირკმლის გლომერულაში სისხლიდან უცხო სხეულის მოხვედრით, რაც იწვევს ანთებით პროცესს. გლომერულონეფრიტის მიზეზებია:

·         გადატანილი ინფექციური დაავადებები (ანგინა, ტუპერკულოზი, მუცლის ტიფი, გრიპი, ჰერპესი, წითლა, ჩუტყვავილა);

·         იმუნური სისტემის დარღვევა;

·         ხშირი გადაციება;

·         ქრონიკული ინფექციის კერების არსებობა;

·         გენეტიკური მიდრეკილება.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         სხვადასხვა ადგილებში შეშუპება;

·         არტერიული წნევის აწევა;

·         შარდის ფერის შეცვლა (გამუქება);

·         შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია).

ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს:

·         თავის ტკივილები;

·         საერთო სისუსტე;

·         გულის რევა, ღებინება;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა;

·         წელის არეში მწვავე ტკივილი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნეფროლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:

·         შარდის საერთო ანალიზი;

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;

·         თირკმელების რადიოიზოტოპური ანგიორენოგრაფია;

·         სისხლის შრატის ანალიზი;

·         თირკმელების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         თირკმელების ბიოპსია.

დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ინფექციონისტის, რევმატოლოგის, კარდიოლოგის კონსულტაცია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბიოტიკებს;

·         შარდმდენ პრეპარატებს;

·         ანტიალერგიულ საშუალებებს;

·         დეზაგრეგანტებს, ანტიკოაგულანტებს (სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად);

·         ჰორმონალურ თერაპიას;

·         ციტოსტატიკებს;

·         ჰემოდიალიზი (გართულებული მდგომარეობის დროს).

თანამედროვე მკურნალობის პირობებში შესაძლებელია დაავადებისგან სრულად გამოჯანმრთელება.

 

დიეტა

მკურნალობის პირველი 7 დღის მანძილზე პაციენტს ენიშნება უმარილო დიეტა ცილების შემცირებით, შემდეგ მარილის შეზღუდული რაოდენობით.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ფილტვების შეშუპება;

·         თირკმლის ეკლამპსია;

·         თირკმლის უკმარისობა;

·         ურემია.

სწრაფად პროგრესირებადი დაავადების დროს, შესაძლოა ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

სამწუხაროდ დაავადების პროფილაქტიკისთვის რაიმე სპეციალური მეთოდი არ არსებობს.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.