გისის კონის ბლოკადა

გისის კონის ბლოკადა

გისის კონის ბლოკადაეს საშიში დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია იმპულსის დარღვევასთან, რაც აუცილებელია გულის სწორი მუშაობისთივს. ასეთი დაავადება 40 წელს გადაცილებული ადამიანების 4,5%-ში გვხვდება. რისკის ჯგფში არიან მამაკაცები. ხშირად ავადმყოფობის პროვოცირებას ახდენს ტრანსმუალ ეფექტი. უკანა ინფარქტისას ფიქსირდება ნაწილობრივი ბლოკადა. 

ბლოკადის სახეობები:

·         გისის მარჯვენა კონის ბლოკადა;

·         გისის კონის არასრული ბლოკადა;

·         გისის მარცხენა კონის ბლოკადა;

·         გისის კონის სრული ბლოკადა.

 

მიზეზები

გისის კონის ბლოკადის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         გულის სარქველების ანომალიები (მანკები);

·         გადატანილი მიოკარდის ინფარქტი;

·         ჰიპერტონიული დაავადება;

·         დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილება;

·         წინაგულის ძგიდის დეფექტი;

·         პარკუჭთშუა ძგიდის დეფექტი;

·         გულის მანკები, რომლებიც იწვევს მარჯვენა პარკუჭის გადატვირთვას.

აღნიშნული დაავადების პროვოცირებას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

·         სასუნთქი გზების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადებები;

·         წანაზარდები გულზე;

·         გულმკერდის უჯრედების ტრავმა;

·         პროგრესირებადი ტიპის კუნთოვანი დისტროფია;

·         მედიკამენტოზური გადაჭარბება;

·         სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა.

 

დაავადების სიმპოტმები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ტკივილი გული არეში;

·         რითმის დარღვევა;

·         გულის ტონალობების მოსმენისას აშკარა ცვლილებების დაფიქსირება;

·         საერთო დისკომფორტი.

უნდა აღინიშნოს, რომ დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს სიმპტომების გარეშე. ასევე პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს პაციენტისთვის ელექტროკარდიოგრამის ჩატარებისას.


დიაგნოსტიკა

დიდაგნოსტიკა ითვალისწიენებს:

·         გამოცდილ კარდიოლოგთან ვიზიტს;

·         გულის ულტრა-ბგერით გამოკვლევას, ექოსკოპიას;

·         ელექტროკარდიოგრამას.

 

დაავდების მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         მედიკამენტოზურ თერაპიას;

·         ვიტამინების კომპლექსის მიღებას;

·         დიეტას (ცხიმიანი და ტკბილი საკვების შეზღუდვით);

·         ქირურგიულ ჩარევას;

·         ელექტროკარდიოსტიმულატორის დაყენებასპატარა ხელსაწყო, რომელიც ახდენს გულის რითმის სწორ გენერირებას.

 

საშიშროება

დაავადებას შეიძლება მოჰყვეს შემდეგი გართულებები:

·         გულის უკმარისობა;

·         ინსულტი;

·         ტრომბოემბოლიური გართულებები;

·         სრული ბლოკადის გამო მოულოდნელი სიკვდილი.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         კარდიოლოგთან რეგულარული ვიზიტი;

·         სრულფასოვანი კვება;

·         სტრესის გამორიცხვა;

·         საკურორტო-სანატორიული დასვენება;

·         დღის რეჟიმის დაცვა;

·         ოპტიმალური ფიზიკური დატვირთვა;

·         ალკოჰოლსა და სიგარეტზე უარის თქმა;

·         წამლების მიღება ექიმის კონტროლის ქვეშ;

·         ბლოკადის მაპროვოცირებელი დაავადებების გაჩენისთანავე ექიმთან მისვლა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.