გირსუტიზმი
გირსუტიზმი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქალის სხეულსა და სახეზე ჭარბთმიანობა, რაც ანდროგენდამოკიდებულად ითვლება.
თმის სიჭარბე აღინიშნება შემდეგ ადგილებში:
· ზედა ტუჩზე;
· ნიკაპზე;
· ლოყებზე;
· ყურებზე;
· ზურგის, მკერდის ზედა ნაწილზე;
· მუცლის ქვედა ნაწილზე;
· თეძოების შიდა ნაწილში.
მიზეზები
დაავადება ჩნდება ქალის ორგანიზმში ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონების) მომატების შედეგად.
დაავადების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ გირსუტიზმის შემდეგი ფორმები:
· ნეიროენდოკრინული – წარმოიშობა ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევების შედეგად, რაც იწვევს მამაკაცური ჰორმონების გამომუშავების გაზრდას;
· კონსტიტუციონალური (ოჯახური) – წარმოიქმნება 5-ალფა-რედუქტაზის გაზრდილი აქტივობით (ფერმენტი, რომელიც მონწილეობს სტეროიდული ჰორმონების გამომუშავებაში);
· იატროგენული (წამლიანი) – წრმოიქმენება ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღების გამო (გლუკოკორტიკოიდები, ანაბოლიური სტეროიდები, პერორალური კონტრაცეპტივები).
ანდროგენების გაზრდაზე გავლენას ახდენენ შემდეგი ფაქტორები:
· კუშინგის სინდრომი;
· თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დისფუნქცია;
· ჰიპოთირეოზი;
· პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
· საკვერცხეების ჰიპერთეკოზი.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· თმის საფარის გამუქება და გაუხეშება
· ქალებისთვის უჩეულო ადგილებში თმის ზრდა;
· კანის გაცხიმიანების ზრდა;
· აკნეს წარმოქმნა;
· ალოპეცია (გამელოტება) თავზე;
· მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა(არარეგულარული, მწირი გამონადენი, 3 თვის მანძილზე მენსტრუაციის არ ქონა);
· ბავშვის ჩასახვის შეუძლებლობა;
· ხმის დაბოხება;
· კუნთების მასის გაზრდა;
· სარძევე ჯირკვლების ზომის შემცირება;
· სასქესო ბაგეების დაპატარავება და კლიტორის გაზრდა;
· გაზრდილი ლიბიდო.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
· სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
· თირკმელზედა ჯირკვლების, საკვერცხეების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების მაგნიტო-რეზონანსულ ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
· საკვერცხეების ლაპარასკოპიას (იძლევა სიმსივნეების გამვლენის საშუალებას).
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ჰორმონალურ პრეპარატებს (ესტოგენებს, ანტიანდროგენებს);
· პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ საკვერცხეების მიერ ჰორმონების გამომუშავებას;
· ოპერატიულ ჩარევას (საკვერცხეების სიმსივნეების მოცილება).
არასასურველ თმას აუფერულებენ ან აცილებენ კოსმეტიკური საშუალებებით.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ჰორმონალური დარღვევების გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
· წამლების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.