გავის ოსტეოქონდროზი
გავის ოსტეოქონდროზი – ხერხემლის დაავადება, რომელიც ლოკალიზდება გავის არეში. უფრო ხშირად გვხვდება გავა-წელის ოსტეოქონდროზის სახით.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ნერვული დაბოლოებების დაზიანება;
· ხერხემლის ტრავმები;
· ჭარბი წონა;
· ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესი.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· გავა-თეძოს ნაწილში ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა ფეხს;
· ნებისმიერი მოძრაობა მხოლოდ ამძაფრებს ტკივილს;
· დაზიანებულ ადგილზე მგრძნობელობის მომატება;
· ფეხებში ჩხვლეტისა და სიცივის შეგრძნება;
· დაავდების კერებში ხდება კანის გამოშრობა და დახეთქვა;
· მოძრაობის გართულება;
· შარდის გამოყოფის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· გავა-წელის ნაწილის რენტგენი;
· გავა-წელის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდულ პრეპარატებს;
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· ნოვაოკაინის ბლოკადას;
· კუნთების რელაქსანტებს;
· შარდმდენ პრეპარატებს;
· მანუალურ თერაპიას;
· ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
· სამკურნალო ფიზკულტურას.
საშიშროება
დაავდების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს:
· იშიასი;
· რადიკულიტი;
· ხერხემლის მალების არასტაბილურობა;
· პროტრუზია;
· შარდსასქესო სისტემის რღვევა;
· თიაქარი;
· ხერხემლის გამრუდება.
რისკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
· მჯდომიარე სამუშაოს მქონე პირები;
· ადამიანები, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია ზურგზე დიდ დატვირთვასთან;
· სუსტი კუნთების სისტემის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ზურგისა და თეძოს კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება;
· ხერხემლის დატვირთვის გაკონტროლება;
· ხერხემლის სწორად დაჭერა;
· მოხრის ან მოტრიალების დროს მკვეთრი მოძრაობისგან თავის შეკავება.