გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მსხვილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა.
მიზეზები
· ხშირი სტრესი;
· მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმები;
· საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები;
· ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობა;
· მემკვიდრეობითი ფაქტორი.
სიმპოტმები
· მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი ტკივილი;
· ტკივილის გაძლიერება საკვების მიღების ან დეფეკაციის დროს;
· ღამის პერიოდში ტკივილის გავლა;
· მუცლის შებერილობა;
· დილაობით დიარეა;
· შეკრულობა;
· კალაში ლორწოს ნარევი;
· პერიოდული გულის რევა, ღებინება;
· სწრაფი დაღლა;
· ძილის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს გასტროენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
· კალას ანალიზი;
· კოპროგრამა;
· კალას დათესვა;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ნაწლავების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენი;
· ენდოსკოპიური გამოკვლევა.
მკურნალობა
· მოსადუნებელი ან დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები;
· სპაზმოლიტიკები;
· გასაუმტკივარებელი პრეპარატები;
· დიეტის დაცვა.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში ინიშნება დიეტა №4, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:
· ცხიმიან ხორცეულს;
· კონსერვებს;
· მლაშე და დამარინადებულ პროდუქტს;
· უმ ხილს და ბოსტნეულს;
· ბურღულს;
· ცომეულს;
· ყავას, გაზიან სასმელს;
· ნაყინს;
· შოკოლადს.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· გასტრიტი;
· პანკრეატიტი;
· ქოლეცისტიტი;
· ნაღველკენჭოვანი დაავადება;
· ნაწლავის გაუვალობა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დაბალანსებული კვება;
· მწვავე სიტუაციებისთვის თავის არიდება;
· აქტიური ცხოვრების წესის ქონა.