ფსორიაზი
ფსორიაზი – არაინფექციური ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს კანის საფარს.
მიზეზები
დაავადების წარმოშობის კონკრეტული მიზეზები დადგენილი არ არის, თუმცა ექიმები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს:
· სტრესი, ნეგატიური ემოციური მდგომარეობა;
· ენდოკრინული პათოლოგიები;
· მემკვიდრეობა;
· იმუნური სისტემის დაქვეითება.
სიმპტომები
· ფრჩხილი იფარება ნანემსარის ტიპის ლაქებით;
· ფრჩხილი იცვლის ფერს, დაავადება ჰგავს სოკოვან დაავადებას.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც ის ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობის შემოწმებას, დაავადებული კერების შესწავლას.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· საერთო თერაპიას;
· ადგილობრივ თერაპიას;
· ფიზიოთერაპიას.
დიეტა
გამწვავებული ფსორიაზისას დაშვებულია შემდეგი პროდუქტების მიღება:
· ხილი;
· ხილის წვენი;
· ბოსტნეული;
· მწვანილი;
· კენკრა;
· უცხიმო ხორცი - დღეში 200 გრ;
· ნებისმიერი სახეობის თხილი;
· უცხიმო თევზი;
· რძის პროდუქტები;
· ჭვავის პური;
· ზღვის კომბოსტო.
პაციენტმა არ უნდა მიიღოს:
· შებოლილი პროდუქტი;
· წითელი თევზი;
· ცხოველური ცხიმები;
· კვერცხი;
· ღორისა და იხვის ხორცი;
· ცომეული.
საშიშროება
ფსორიაზი სერიოზული, მაგრამ არა სასიკვდილოა. ის ადაბლებს ცხოვრების ხარისხს, რადგან მისით დაზიანებული კანი და ფრჩხილები საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურება. დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია - ის ქრონიკული დერმატოლოგიური დაავადებაა, რომელიც მუდმივად „მიძინებულ“ მდგომარეობაში უნდა ვამყოფოთ.
რისკის ჯგუფი
· კანის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
· კანის ტრავმების მქონე პირები;
· ცენტრალური ნერვული და ვეგეტატიური სისტემების დარღვევების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კანის დატენიანება;
· ცივ და მშრალ შენობებში დიდხან ყოფნისგან თავის შეკავება;
· ლიტიების და ბეტა-ბლოკატორების მიღებისგან თავის შეკავება.