ფსიქოზი
ფსიქოზი – ფსიქიკური დაავადებების საერთო დასახელება, რომლებიც ხასიათდება ფსიქიკური ფუნქციის აშკარა დარღვევებით. გამოიყოფა ფსიქოზის ორი ჯგუფი:
· შეზღუდული ფსიქოზი;
· ფუნქციონალური ფსიქოზი.
ამ ჯგუფებში გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· ალკოჰოლური ფსიქოზი;
· მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი;
· ტრავმატული ფსიქოზი;
· სისხლძარღვოვანი ფსიქოზი;
· ფეხმძიმობის პერიოდის ფსიქოზი.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· თავის ტვინის ტრავმები და ოპერაციები;
· თავის ტვინის დაავადებები;
· ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობა;
· თავის ტვინის რეგულატორული სისტემების გამოფიტვა.
სიმპტომები
· დათრგუნული მდგომარეობა;
· აქტივობის დაქვეითება;
· ცხოვრების ინტერესის დაკარგვა;
· ყურადღების, კონცანტრაციის გაუარესება;
· გაღიზიანება;
· დაბალი თვითშეფასება, უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ;
· თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება;
· ჩაკეტილობა;
· ადამიანების მიმართ უნდობლობა;
· შიშისა და აგრესიის შეტევა;
· ეჭვიანობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფსიქოთერაპევტი, რომელიც ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას და ატარებს შემდეგი სახის ღონიძიებებს:
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· თავის ტვინის რენტგენოგრაფიას;
· ელექტროენცეფალოგრაფიას.
მკურნალობა
· ანტიდეპრესანტები;
· ტრანკვილიზატორები;
· დამამშვიდებლები;
· ფსიქოთერაპია;
· ნეიროლეპტიკები.
საშიშროება
უყურადღებობით შეიძლება განვითარდეს შრომისუნარიანობის და აქტივობის დაქვეითება, ასევე სუიციდისადმი მიდრეკილება.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ფსიქოთერაპევტთან პერიოდული ვიზიტი;
· ფსიქიკის მოშლის გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
· ძილის რეჟიმის კონტროლი.