ფოლიკულიტი
ფოლიკულიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თმის შუა და ღრმა ფოლიკულური ნაწილის ანთება, რაც იწვევს ჩრქოვან ანთებას.
მიზეზები
· კანის სოკოვანი დაავადება;
· ვირუსების არსებობა;
· პარაზიტების არსებობა;
· კანის დაზიანება;
· დერმატოზების არსებობა;
· ჭარბი ოფლიანობა;
· იმუნური სისტემის დამაქვეითებელი პრეპარატები.
სიმპტომები
· თმის ფოლიკულის ადგილებში ინფილტრაცია, სიწითლე;
· პუსტულების გაჩენა ჩირქოვანი კერებით;
· გარკვეული დროის შემდეგ დაზიანებულ ადგილებში პიგმენტაციის დატოვება;
· გამონაყარის ქავილი და ტკივილი.~
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· დერმატოსკოპია;
· მიკროსკოპია, გამონადენის ბაქტ-დათესვა;
· სოკოზე გამოკვლევა;
· პჯრ-დიაგნოსტიკა.
მკურნალობა
· გარე მოხმარების პრეპარატები ანტიბიოტიკებით;
· სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები;
· ანილინის ხსნარი კერების დასამუშავებლად;
· ულტრა-სხივური თერაპია.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· კარბუნკულის, ფურუნკულის გაჩენა;
· ჰიდრადენიტი;
· აბსცესი;
· ფლეგმონა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
· კანის მიკროტრავმების დროული დამუშავება;
· დაბალანსებული კვების ქონა;
· ჭარბი ოფლიანობისთვის ყურადღების მიქცევა.