ფობია

ფობია

 

ფობია დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზედმეტი შიშის გაჩენა, რაც ადამიანს აიძულებს რაიმე ობიექტს, საქმიანობას, გარემოებას გაექცეს.

 

გამოიყოფა ფობიის სხვადასხვა ფორმები:

·         კლაუსტროფობიადახურული სივრცის შიში;

·         პანოფობიაყველაფრის შიში;

·         ფენგოფობიამზის შუქის შიში;

·         დისტიქიფობიაუბედური შემთხვევის შიში;

·         რადიოფობიარადიაციული დასხივების შიში;

·         ზოოფობიაცხოველების შიში;

·         აგორაფობიაღია სივრცის შიში;

·         არაქნოფობიაობობების შიში;

·         შიდსოფობიაშიდსით დაავდების შიში და ა.შ.

 

მიზეზები

·         ადამიანის დაბალემოციური ტონი;

·         ნეგატიური გარემო, ფსიქოლოგიური დაავადება;

·         წარსულის მძიმე მოგონებები;

·         ვესტიბულარული აპარატის დამაზიანებელი ტრავმები.

 

სიმპტომები

·         გახშირებული და გაძლიერებული გულისცემა;

·         სუნთქვის პრობლემები, ხუთვა;

·         ჭარბი ოფლდენა;

·         გულის რევის შეგრძნება;

·         თავბრუსხვევა, გულყრა;

·         ტრემორი;

·         ქავილი, რომელიც ცხელებით იცვლება;

·         პირის სიმშრალე;

·         გულმკერდში სიმძმის შეგრძნება;

·         კიდურების გრძნობის დაკარგვა, ჩხვლეტა;

·         უკონტროლო შიში;

·         დერეალიზაცია;

·         დეპერსონალიზაცია.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფსიქიატრი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის ზოგადი გასინჯვა და საერთო ფსიქიკური სურათის შედგენა.

 

მკურნალობა

·         ქცევის თერაპია;

·         ანტიდეპრესანტები;

·         ტრანკვილიზატორები;

·         ფსიქოთერაპია.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         დეპრესიული აშლილობა;

·         ალკო და ნარკოდამოკიდებულება;

·         პიროვნული აშლილობა;

·         პანიკური შეტევები.

 

რისკის ჯგუფი

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;

·         ნარკო და ალკოდამოკიდებულები;

·         თავის ტრავმების მქონე პირები;

·         ფსიქიკური დაავადებების და ნევროზის მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ნეგატიური ემოციების და სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;

·         რისკის ჯგუფში შემავალმა პირებმა რეგულარულად უნდა იარონ ექიმთან ვიზიტზე;

·         სუფთა ჰაერზე ყოფნა;

·         აქტიური ცხოვრების წესის ქონა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.