ფლუსი
ფლუსი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზედა ყბის ალვეოლარული წანაზარდის ან ქვედა ყბის ალვეოლარული ნაწილის ანთებითი პროცესი.
მიზეზები
· პერიდონტიტის, პულპიტის გართულება;
· მოტეხილობები, ტრავმები;
· დაინფიცირება სხვა დაავადებული ორგანოებიდან.
სიმპტომები
· შესიება;
· მწვავე ტკივილი, ტემპერატურის აწევა;
· კბილის ძლიერი ტკივილი, საერთო ინტოქსიკაცია;
· ყბის დასიება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება, ლიმფური კვანძების გადიდება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის ზოგადი დათვალიერება.
მკურნალობა
· კონსერვატიული მეთოდები;
· ფიზიოთერაპიული მეთოდები;
· ოპერატიული ჩარევა.
ფლუსის მოცილება ხდება შემდეგნაირად:
· გაკვეთით;
· დაზიანებული ადგილის დეზინფექციით;
· დრენაჟის ჩადგმით;
· დაავადებული კბილის მოცილებით.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· მეზობელ ქსოვილებზე ჩირქოვანი კერების გაჩენა;
· ოსტეომიელიტი;
· აბსცესი;
· ფლეგმონა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კარიესის შემთხვევაში სპეციალისტთან დროულად მისვლა;
· წელიწადში მინიმუმ ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი.