ფილტვების შეშუპება
ფილტვების შეშუპება –კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ფილტვებში სითხის დაგროვებით, რაც საბოლოოდ არღვევს გაზების მიმოცვლას ქსოვილების ჰიპოქსიას.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· გულისხლძარღვთა დაავადებების გართულება;
· გულის თანდაყოლილი ან შეძენილი მანკი;
· ფილტვების დაავადებების გართულებები;
· გულმკერდის ტრავმები;
· მწვავე ინფექციური დაავადებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ძლიერი ქოშინი;
· ჰაერის უკმარისობა, ხუთვა;
· ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში;
· ცივი ოფლი;
· კანი ხდება მოლურჯო-მონაცირისფრო;
· ხველა მოვარდისფრო ნახველის თანხლებით;
· ხრინწიანი სუნთქვა;
· თავბრუს ხვევა;
· პულსის შენელება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· გულმკერდის რენტგენი;
· სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
· ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია;
· კოაგულოგრამა.
შესაძლოა დაინიშნოს:
· ექოკარდიოგრაფია;
· ელექტროკარდიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· შარდმდენ პრეპარატებს;
· ფილტვების ინჰალაციას ჟანგბადით;
· ანალგეტიკებს;
· თრომბოლიტიკებს;
· სისხლძარღვების გასაფართოვებელ პრეპარატებს;
· ცილებისა და კოლოიდების ხსნარების ინექციას;
· ანტიბიოტიკებს;
· ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელიც იწვევს ფილტვების შეშუპებას.
საშიშროება
თუ რა მოხდა აღნიშნული პრობლემის დორული აღმოფხვრა, შესაძლოა განვითარდეს:
· შინაგანი ორგანოების იშემიური დაავადება;
· პნევმონია;
· პნევმოსკლეროზი;
· ფილტვების განმეორებითი შეშუპება;
· თავის ტვინისა და გულის მუშაობის დარღვევა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ფილტვების დაავადებების დროული მკურნალობა;
· გულმკერდის ტრავმების სადანადო მკურნალობა;
· ფილტვების განმეორებითი შეშუპების პროფილაქტიკა.