ფეხმძიმეების ტოქსიკოზი
ფეხმძიმეების ტოქსიკოზი – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმის ადაპტაციის დარღვევა ფეხმძიმობის მიმართ. წარმოშობის ვადის მიხედვით გამოიყოფა:
· ადრეული ტოქსიკოზი – ჩნდება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში და წყდება მეორე ტრიმესტრის დასაწყისში (პირველი 12 კვირა);
· გვიანი ტოქსიკოზი – წარმოიშობა მეორე და მესამე ტრიმესტრში.
მიზეზები
· გამოუძინებლობა;
· გადაღლა;
· არასწორი კვება;
· მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობა;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება.
სიმპტომები
· გულის რევა, რომელიც ძლიერდება დილაობით;
· ხანგრძლივი ღებინება;
· ჭარბი ნერწყვდენა;
· თავბრუსხვევა;
· პულსის და არტერიული წნევის დარღვევა;
· სწრაფი დაღლა;
· სისუსტე.
ტოქსიკოზის ფორმების მიხედვით გამოიყოფა:
· მსუბუქი ფორმა;
· საშუალო ფორმა;
· მძიმე ფორმა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს გინეკოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· ანამნეზის შეგროვება;
· გინეკოლოგიური დათვალიერება;
· მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· სისხლის და შარდის საერთო ანალიზი.
მკურნალობა
· გულის რევის სიმპტომების მომხსნელი პრეპარატები;
· სედატიური პრეპარატები;
· ფოლიუმის მჟავას შემცველი პრეპარატები;
· სამკურნალო ფიზკულტურა.
დიეტა
ტოქსიკოზის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ან მაქსიმალურად შესამცირებლად საჭიროა საჭმლის მიღება ყოველ 2-3 საათში, მცირე ულუფებით. რაციონიდან გამოსარიცხია ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე საკვები. ასევე უნდა შეიზღუდოს შოკოლადის და მლაშე საკვების მიღება. საკვები უნდა იყოს გრილი, არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი.
სასმელად პაციენტმა უნდა გამოიყენოს უგაზო მინერალური წყალი, ღია ფერის ჩაი ლიმნით, ბალახეული ნაყენები და ჩაი, ქაცვის მორსი, ვაშლის წვენი, წყალი ლიმნის წვენის დამატებით.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სუფთა ჰაერზე ჰოფნა;
· გულის რევის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება;
· მეან-გინეკოლოგთან რეგულარულად ვიზიტი.