ფერადი ლიქენი
ფერადი ლიქენი - წარმოადგენს ეპიდერმისის რქოვანას ფენის დაავადებას, რომელიც გამოწვეულია Malassezia-ს ჯგუფის სოკოს და მისი ფომების შედეგად: ოვალური - Pityrosporum ovale, მრგვალი - Pityrosporum orbiculare და მიცელიალური - Malassezia furfur.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ჭარბი ოფლიანობა;
· სხვისი ტანსაცმლის ტარება;
· პირადი ჰიგიენის დაუცველობა;
· სოკოთი დაავადებული ნივთების მოხმარება;
· დაინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტი.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმში არსებული შემდეგი პრობლემები:
· შაქრიანი დიაბეტი;
· ფეხმძიმობა;
· ჰორმონალური დისბალანსი;
· კუშინგის სინდრომი;
· მძიმე სომატიკური დაავადებები;
· ტუბერკულოზი.
სიმპტომები
· კანზე სხვადასხვა ზომის, მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები;
· მრგვალი, ოვალური, ცილინდრული ფორმის ლაქები, რომლებიც ერთმანეთს უერთდება გაშლილად და გეოგრაფიულ რუკას ჰგავს;
· ლაქების განლაგება ზურგის ზედა ნაწილში;
· კანის დახეთქვა;
· ლაქების ტრანსფორმაცია აქრომიაში.
სტრუქტურის მიხედვით გამოიყოფა:
· ყვითელი ლიქენი;
· შავი ლიქენი;
· აქრომიული ლიქენი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ვუდის ნათურის გამოყენება;
· ლაბორატორიული მეთოდებით გამოკვლევა;
· კულტურალური გამოკვლევების ჩატარება;
· დიფერენციალური დიაგნოსტიკის გამოყენება.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ყოველდღიურად და რეგულარულად;
· ანტიმიკოტიკური ხსნარების წასმა;
· ანტიმიკოტიკების მიღება.
საშიშროება
თუ განხორციელდება დაავადების დროული და სწორი მკურნალობა, შედეგი ყოველთვის დადებითია. განმეორებითი რეციდივები არ აღინიშნება. მკურნალობის კურსს ნიშნავს ქეიმი-მიკოლოგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
· სპეციალისტთან დროულად მისვლა;
· ტანსაცმლის და თეთრეულის დეზინფექცია;
· ჭარბ ოფლდენასთან ბრძოლა;
· სინთეტიკური სამოსის ტარებისგან თავის შეკავება;
· კანის და თმის ოპტიმალური მოვლა.