ფეოქრომოციტომა
ფეოქრომოციტომა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქრომაფინული ქსოვილის შეშუპება, რაც იწვევს ორგანიზმში ჰორმონების ჭარბ სინთეზს.
შეშუპების ლოკალიზაციის ადგილები შეიძლება იყოს:
· თირკმელზედა ჯირკვლები;
· აორტის შიდა ნაწილი;
· მკერდის ნაწილი;
· შარდის ბუშტი;
· სიმპათიკური პარაგანგლიები.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ექიმიები თვლიან, რომ დაავადების განვითარებაზე გავლენას ახდენს მემკვიდრეობითი ფაქტორი და ორგანიზმში ჰორმონალური ცვლიელბები, რაც იწვევს სისხლში ადრენალინის ცვლილებას.
სიმპტომები
· არტერიალური ჰიპერტენზია;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· კუნთების შევიწროვება;
· ვერტიკალურ მდგომარეობაში სხეულის ყოფნისას წნევის დაწევა;
· კანის გაუფერულება;
· წონის სწრაფი დაკარგვა;
· შეკრულობა;
· ჭარბი ოფლიანობა;
· გახშირებული გულისცემა;
· ძლიერი თავის ტკივილი;
· მოუსვენრობის შეგრძნება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· შარდის ანალიზი;
· თირკმელზედა ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· თირკმელზედა ჯირკვლების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· ჰორმონალური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ადრენალინის მოქმედების შესამცირებელი პრეპარატები;
· არტერიული წნევის დასარეგულირებელი პრეპარაეტბი;
· გულის უკმარისობის საწინააღმდეგო პრეპარატები;
· სისხლძარღვების გასაფართოვებელი პრეპარატები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· მიოკარდის ინფარქტი;
· ინსულტი;
· თრკმელების სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
· გულის უკმარისობა;
· შაქრიანი დიაბეტი;
· ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ფილტვების შეშუპება.
რიკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
· 30-50 წლის ასაკის ქალები;
· 14 წლამდე ბიჭები;
· ნეიროფიბრომატოზით დაავადებულები;
· ჰიპელია-ლინდაუს დაავადების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკის მიზნით რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება, რაც გამოავლენს მუტანტურ გენებს, რომელბსაც შეუძლიათ დაავდების განვითარების პროვოცირება.