ეროზიული გასტრიტი
ეროზიული გასტრიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება შემდგომი ეროზიის განვითარებით.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:
· მწვავე ეროზიული გასტრიტი – ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანება;
· ქრონიკული ეროზიული გასტრიტი – ლორწოვანი გარსის ღრმა დაზიანება;
· ანტრალური ეროზიული გასტრიტი – კუჭის ქვედა მესამედის დაზიანება;
· რეფლუქს ეროზიული გასტრიტი – მსხვილი დაზიანებული კერების გაჩენა, რაც გამოწვეულია ქსოვილების დათხელებით.
მიზეზები
დაავადება იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, რასაც მივყავართ მისი ერთიანობის დარღვევამდე. ეროზიული გასტრიტის მიზეზებია:
· კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები;
· Helicobacter pylori-ის ბაქტერია;
· კუჭის დაზიანება (ხშირი წვა, მოწამვლა);
· მედიკამენტების დიდი ხნით მიღება (ანალგეტიკები, ციტოსტატიკები);
· ენდოკრინული სისტემის დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი);
· ონკოლოგიური დაავადებები;
· ცხელი და ცხარე საჭმლის მიღება;
· ალკოჰოლის ჭარბი და ხშირი გამოყენება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათბს შემდეგი სახის სიმპტომები:
· საკვების შემდეგ და ღამის პერიოდში მუცლის არეში მწვავე ტკივილი;
· გულძმარვა;
· მუცლის შებერილობა;
· გულის რევა, ღებინება;
· დიარეა სისხლდენით.
დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს შეუმჩნევლად.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-გასტროენტეროლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· კუჭის სეკრეციის ანალიზს;
· კუჭის ლორწოვანის ბიოპსიას;
· კუჭის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· ეზოფაგოგასტროდუოდენდოსკოპიას;
· მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკებს;
· კუჭის წვენის მჟავიანობის მარეგულირებელ პრეპარატებს;
· კუჭის ლორწოვანი გარსის აღმდგენ პრეპარატებს;
· სპეციალური დიეტის დაცვას.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ დიეტა №1, რაც გამორიცხავს რაციონიდან შემდეგ პროდუქტებს:
· ხორცისა და ბოსტნეულის მსუყე ნახარშებს;
· ხორცისა და თევზის ცხიმიანი სორტს;
· კონსერვებს;
· რძემჟავა პროდუქტებს;
· მარცვლოვანი და ბუღღულეულის ფაფებს;
· გაზიან სასმელებს, ჩაის, ყავას, ალკოჰოლს;
· შოკოლადს, ნაყინს.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა წარმოიშვას ისეთი სახის გართულებები, როგორიცაა:
· კუჭის სისხლდენა;
· კუჭის პოლიპები;
· კუჭის წყლული;
· კუჭის კიბო.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· დაბალანსებული დიეტის დაცვა;
· სტრესისათვის თავის არიდება;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
· ექიმ-გასტროენტეროლოგთან წელიწადში ორჯერ გასასინჯად მისვლა.