ძირმაგარა
ძირმაგარა (ფურუნკული) - წარმოადგენს მტკივნეულ, ჩირქით სავსე კანის საფარის დაავადებას, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით.
მიზეზები
დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზია ფურუნკულში ბაქტერიების შეღწევა.
სიმპტომები
· მცირე ზომის ფურუნკულების გაჩენა;
· კანის სიწითლე და ტკივილი;
· შეშუპება;
· ქავილი;
· ტემპერატურის აწევა;
· ჭარბი გამონაყარი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ქირურგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის ვიზუალური დათვალიერება და მკურნალობის ფორმის განსაზღვრა.
მკურნალობა
· ანტიბაქტერიული საშუალებების წასმა დაზიანებულ კანზე;
· სახვევის დადება დაზიანებულ ადგილზე;
· ჩირქის მოცილება და ჭრილობის წყალბადის ზეჟანგით დამუშავება;
· გასაუმტკივარებელი პრეპარატები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს სისხლის მოწამვლა ან ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება;
· კანის დაზიანებული ადგილის გაღიზიანებისგან დაცვა;
· დაზიანებულ ადგილზე ანტისეპტიკური საშუალების წასმა;
· დიაბეტიკებისთვის რეკომენდირებულია ფურუნკულის ხშირი პროფილაქტიკა.