დიზინტერია

დიზინტერია

დიზინტერია დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის დაავადება ბაქტერიებით. ანთება ლოკალიზდება მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსში. მას შეიძლება ჰქონდეს მწვავე ან ქრონიკული ფორმა. დიზინტერია ბავშვებში ვლინდება სიცოცხლის პირველივე წელს.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ადამიანის ორგანიზმში Shigella-ს ოჯახის ბაქტერიის მოხვედრის შედეგად, რომელიც ორგანიზმში ხვდება საკვები პროდუქტების მეშვეობით. დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზებია დასნეულებული ადამიანები ან მწერები, განსაკუთრებით ბუზები.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

·         სხეულის ტემპერატურის სწრაფი აწევა (39 გრადუსამდე);

·         მადის არ ქონა;

·         შემცივნება;

·         დაღლილობა;

·         გულის რევა, ღებინება;

·         მჭრელი ტკივილი მუცლის არეში, ჯერ ვრცელდება მთელს მუცელში, მოგვიანებით ლოკალიზდება მუცლის ქვედა ნაწილში;

·         დეფეკაციის წინ გამწვავებული ტკივილი;

·         დიარეა (დღე-ღამეში დაახლოებით 20-ჯერ);

·         კალაში ჩირქის, ლორწოს და სისხლის ნარევი;

·         დეფეკაციის ცრუ მოთხოვნები;

·         ტაქიკარდია;

·         არტერიული ჰიპერტენზია.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების აუცილებელ დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, ის ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებს და გამოკვლევებს:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         კალას ანალიზი;

·         კოპროგრამა (კალას გაფართოებული ბაქტერიოლოგიური ანალიზი);

·         რექტორომანოსკოპია (ენდოსკოპიური გამოკვლევა).

 

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს

·         ანტიბიოტიკებს;

·         დეზინტოკსიკაციურ თერაპიას;

·         სპაზმოლიტიკებს;

·         იმუნომოდულატორებს;

·         ფერმენტულ პრეპარატებს (მეზიმი, ფესტალი);

·         ენტეროსორბენტებს.

დაავდების რთული ფორმის დროს და გართულებების გამოვლენისას, პაციენტებს ენიშნებათ სტაციონარული მკურნალობა. ბავშვებში დიზინტერიის მკურნალობისას

დაავადების მძიმე ფორმის დროს და გართულებების წარმოქმნისას პაციენტებისთვის რეკომენირებულია სტაციონარული მკურნალობა. დიზენტერიის მკურნალობისას ბავშვებში გამოიყენება ანტიმიკრობული, ბაქტერიული პრეპარატები და დიეტის დაცვა.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში პაცეინტს ენიშნება დიეტა, რომელიც გამორიცხავს რაციონიდან შემდეგ პროდუქტებს:

·         ფქვილის ნაწარმს, პურს, საფუარიან ცომს;

·         ბლინებს, ოლადებს;

·         ხორცის, თევზის, ქათმის ცხიმიან ნაწილს;

·         კონსერვებს, შებოლილებს;

·         კვერცხს;

·         ცხიმებს (ნაღების კარაქის გარდა);

·         ბოსტნეულს;

·         მსუყე ნახარშებს;

·         კენკროვანს, ხილს;

·         ტკბილეულს, თაფლს;

·         ყავას, კაკაოს;

·         გაზირებულ სასმელს, ბურახს;

·         სპირტიან სასმელებს.

 

საშიშროება

დაავადების მკურნალობის გარეშე დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს, შემდეგი სახის გართულებები:

·         ინფექციურ-ტოქსიკური შოკი;

·         ნაწლავის პერფორაცია;

·         პერიტონიტი;

·         ნაწლავის პარეზი;

·         ანალური ნაპრალი;

·         ბუასილი;

·         სწორი ნაწლავის გამოვარდნა;

·         დისბაქტერიოზი.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ჰიგიენის წესების დაცვა;

·         სასურსათო წარმოებებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

·         წყლის წყაროების მდგომარეობის შემოწმება;

·         საკანალიზაციო ნარჩენების დროული გაწმენდა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.