დიარეა

დიარეა

დიარეა (ფაღარათი) ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რაც გამოიხატება ხშირ დეფეკაციაში და თხელი ფეკალური მასის გამოყოფაში. დიარეა ჩნდება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ნაწლავის მიერ სითხისა და ელექტროლიტების შეწოვის პროცესის დარღვევის შედეგად. მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:

·         სეკრეტულ ფორმას იწვევენ ზოგიერთი საფაღარათო საშუალებები, მათი არასწორი დოზირებისას, შხამები, ვიბრიონი ქოლერები. წარმოიშობა თხელი უფერული მასა, სუნის გარეშე სისხლისა და ჩირქის ნარევით.

·         ექსუდიტიურ ფორმას იწვევს ნაწლავის ინფექციები (დიზინტერეა, სალმონელეზი), ჰელმინტოზი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტები, კუჭის დაავადებები. ასეთ დროს გამონაყოფი თხელი არ არის, ახლავს სისხლის და ჩირქის ნარევი, ზოგჯერ ღია-ყვითელი ან მომწვანო ფერი აქვს.

·         ოსმოლარული ფორმა წარმოიშობა კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტატიული ფუნქციის დარღვევით, რაც გამოწვეულია როტავირუსით ინფიცირების გამო. დაავადების სწორედ ეს ფორმა გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვებში.  

დიარეა ჩნდება ნაწლავის კინეტიკური ფუნქციის დარღვევის შედეგად, ამიტომ მისი გამომწვევი მიზეზი ხშირად არის სტრესი.

 

სიმპტომები

თხელი კალა დიარეის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია, სხვა სიმპტომებია:

·         მუცელში მწვავე ტკივილი;

·         მეტეორიზმი;

·         გულის რევა, ღებინება;

·         ციებ-ცხელება;

·         ტენეზმები (დეფეკაციის ცრუ მოთხოვნილება).

 

დიაგნოსტიკა

ხდება კალას გამოკვლევა პათოლოგიურ ფლორაზე, მარტივ მიკროორგანიზმებზე და ჰელმინტების კვერცხებზე. თუ ფაღარათი ქრონიკულია, მაშინ აუცილებელია შინაგანი ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, კოლონოსკოპია და აუცილებლობის შემთხვევაში კანის ბიოპსია.

 

მკურნალობა

არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი შეკითხვაზე - როგორ განვკურნოთ დიარეა? დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მისი წარმოშობის მიზეზზე.

·         ინფექციური დაავადებისას ინიშნება ანტიბიოტიკები (ლევომიცეტინი, ბისეპტოლი, ნორბაქტინი), სუფანილამიდები, ნიტროფურანები.

·         თუ ფაღარათი დაკავშირებულია სტრესთან, გამოიყენება სედატიური საშუალებები და ტრანკვილიზატორები (ტაზეპამი, სედუქსენი, გრანდაქსინი, პერსენი).

·         გაუწყლოების შემთხვევაში (როგორც წესი ბავშვებში) ინიშნება სითხის გადასხმა ვენაში. რეკომენდირებულია რეგიდრონის და გასტროლიტის, სხვადასხვა ენტეროსორბენტებისა და პრობიოტიკების მიღება.  

 

დიეტა

ინიშნება დიეტა № 4. რეკომენდირებულია ბევრი სითხის მიღება. ასევე რეკომენდირებულია ბრინჯის ნახარში, უცხიმო წვნიანები, გამომცხვარი ბოსტნეული, ორცხობილა პურის ნაცვლად. დაუშვებელია ცხიმიანის, შემწვარის, მლაშე საკვების მიღება, ასევე ხილი, წვენები, ნედლი პროდუქტი.

 

საშიშროება

შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის გაუწყლოება. განსაკუთრებით საშიშია დიარეა ბავშვებში. ნაწლავური ინფექციების დროს შესაძლოა სეფსისის განვითარება. ელექტროლიტების გამორეცხვამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და გულის გაჩერება.

 

რისკის ჯგუფი

ყველაზე ხშირად დიარეა ჩნდება ბავშვებში, მოხუცებში და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.

 

პროფილაქტიკა

პირადი ჰიგიენის წესების დაცვა (პირველ რიგში ხელების დაბანა), საკვებად კარგად გარეცხილი პროდუქტის გამოყენება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.