დიაბეტური ნეიროპათია
დიაბეტური ნეიროპათია წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებას, რაც იწვევს პაციენტის ნერვული სისტემის დაზიანებას. აღნიშნული დაავადება ხშირად ვითარდება შაქრიანი დიაბეტის გაჩენიდან 15-20 წლის შემდეგ.
ეს პრობლემა უჩნდება იმ პაციენტებს, რომლებიც დაავადებულები არიან შაქრიანი დიაბეტის 1 და 2 ტიპებით.
მიზეზები
დაავადების ძირითადი მიზეზებია:
· შაქრის მაჩვენებლის სწრაფი ცვლილება ნორმიდან მაღალ მაჩვენებლამდე;
· ჰიპოქსიის მდგომარეობაში მყოფი ნერვების კვების დარღვევა;
· საკვები ნივთიერებების შეწოვისა და გადამუშავების დარღვევა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· კიდურების მგრძნობელობის შემცირება ტემპერატურის, ტკივილის, ვიბრაციის მიმართ (1 სტადია სუბკლინიკური);
· მთელ სხეულში მწვავე ტკივილი, სხეულის ზოგიერთი ნაწილის და ზოგადად მგრძლობელობის დაკარგვა (მე-2 სტადია კლინიკური);
· წვა და ტკივილი სხეულის ნებისმიერ ნაწილში, განსაკუთრებით ფეხებში, რომელიც ძლიერდება ღამის პერიოდში;
· უმტკივნეულო ნეიროპათიის დროს ტერფებში მგრძნობელობის დაკარგვა;
· კუნთების სისუსტე;
· სიმძიმის შეგრძნება სიარულის დროს;
· კანზე წყლულების გაჩენა, რომელიც წარმოიშობა შემთხვევების 70-75%-ში.
მე-3 სტადიის დროს (გართულებული) რეკომენდირებულია კიდურების ამპუტაცია. პაციენტების დაახლოებით 70% ყურადღებას არ აქცევს სიმპტომატიკას, ამიტომ გართულებულ ეტაპზე მკურნალობა არაეფექტურია. სწორედ ამიტომ, დიაბეტური ნეიროპათიის მცირე სიმპტომების დროსაც კი საჭიროა სასწრაფოდ ნევროლოგთან ვიზიტი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
· ნევროლოგის მიერ დათვალიერება;
· რეფლექსების შემოწმება;
· კამერტონის მეთოდით ან ვიბრაციული მგრძნობელობის შემოწმება;
· თბური შემოწმება (ორგანიზმის რეაქციების შემოწმება ტემპერატურულ ცვლილებებზე);
· ნემსების ტესტი (ტკივილის შეგრძნების გადამოწმება ჩხვლეტით);
· ელექტრონეირომიოგრაფია.
მკურნალობა
· В ჯგუფის ვიტამინების მიღება (В1, В2, В6, В12), რომლებიც ხელს უწყობენ იმპულსების უკეთ გადაცემას;
· ალფა-ლიპოური მჟავისი მიღება;
· ალდოზორედუქტაზას ინჰიბიტორების მიღება;
· აქტოვეგინის, მაგნიუმის, კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღება;
· ანტიბიოტიკების მიღება განგრენის თავიდან ასაცილებლად.
საშიშროება
დაავდების მკურნალობის არ არსებობის შედეგად პაციენტი კარგავს კიდურებს, რის გამოც სრულად ირღვევა მისი ცხოვრების წესი. თუცმა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის და მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში არსებობს კიდურების გადარჩენის შანსი და შედეგიც დადებითია.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ექიმი-ენდოკრინოლოგისა და ექიმი-ნევროლოგის მუდმივი კონტროლი;
· ნეიროპათიის მცირედი გამოვლინებისთანავე მედიკამენტური თერაპიის ჩატარება;
· შაქარზე ანალიზის ჩაბარება რეგულარულად;
· ცხოვრების ჯანსაღი წესის ქონა.