დერმატოფიტია

დერმატოფიტია

დერმატოფიტია დაავადება, რომლის პროვოცირება ხდება Arthodermataceae-ს ჯგუფის სოკოს მიერ, რომლებიც თავის მხრივ ეკუთვნიან სამ ჯგუფს: Epidermophyton, Microsporum და Trichophyton. ყველაზე მეტად აღნიშნული ინფექცია ვლინდება სოფლებში, თუმცა დღეისათვის დაავადების გაჩენას ხელს უწყობს შინური ცხოველები. დერმატოფიტია - არის ერთად-ერთი კონტაგიოზური ინფექცია ადამიანის მიკოზებს შორის. დაავადება ეპიდემიოლოგიურია. ასეთი ტიპის სოკოვანი ინფექციები აზიანებენ ფრჩხილებს და კანს. ზრდისთვის სოკოს ესაჭიროება თმისა და ფრჩხილის რქოვანას ფენის  კერატინი. 

გამოიყოფა დერმატოფიტიის რამოდენიმე სახეობა:

·         საზარდულის დერმატოფიტია (ზიანდება საზარდულის ზონა);

·         ტერფების დერმტოფიტია (ზიანდება ტერფების ზონა);

·         თავის დერმატოფიტია (თავის თმიანი ნაწილის დაზიანება).

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         დაავადებული ადამიანის ფეხსაცმლის გამოყენება;

·         დაინფიცირებულ ადგილზე ფეხშიშველი სიარული (როგორც წესი აბანოებში, საუნებში, აუზებზე და ა.შ.);

·         დაინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტი;

·         პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა;

·         არაჯანსაღ გარემოში ხშირად ყოფნა, სადაც იზრდება სოკო.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ძლიერი ანთებით პროცესი დაზიანებულ ადგილებში;

·         ქავილი;

·         ცვალებადი კერები თავის კანზე;

·         ტერფის ვეზიკულოზური დაავადება;

·         სიწითლე;

·         კანის დახეთქვა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვსი ტარდება:

·         დაზიანებული ნაწილების სინჯის აღება, რაც ხდება ლაბორატორიულ პირობებში;

·         გამოიყენება ვუდის ლუმინესცენტური ლამფა, რომლის სხივებში შეიძება სოკოს ელემენტების, მიკროსპორიის კერების განსაზღვრა;

·         პაციენტი უნდა მივიდეს პროფესიონალ დერმატოლოგთან. 

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         მედიკამენტოზურ თერაპიას (ტერბინაფინი, ეკონაზოლი ან ციკლოპიროქსი);

·         ჭრილობის დამუშავება სპეციალური ხსნარით;

·         ადგილობრივი ანტისეპტიკების, კოსტიკოსტეროიდული საშუალებების მიღება;

·         კომბინირებული თერაპია.

ტერფის დერმატროფიის განსაკურნებლად გამოიყენება ადგილობრივი და სისტემური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. თერაპიის ხანგრძლივობაა მინიმუმ 2-კვირა. ასევე გამოიყენება ანტისეპტიკების ხსნარები, აეროზოლები, კომბინირებული საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ანტიმიოტიკებს.

საჭიროა დერმატოლოგთან პერმანენტული გამოკვლევების ჩატარება.

 

საშიშროება

დერმატოფიტიის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, კანის დაზიანება, ფრჩხილის ფირფიტების გაფუჭება და დაკარგვა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ა.შ. 

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;

·         შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვა;

·         დერმატოლოგთან ვიზიტი.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.