დეპრესია

დეპრესია

დეპრესია დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფსიქოლოგიური აშლილობა.

დღეისათვის დეპრესიის ყველაზე გავრცელებულ სახეობებს წარმოადგენს:

·         ნევროტული დეპრესიარაც გამოწვეულია ცხოვრებისეულ სიტუაციებზე რეაგირებით;

·         ენდოგენური დეპრესიაორგანიზმში დარღვევებით პროვოცირებული;

·         ბიოპოლარული დეპრესიაკარგი და ცუდი განწყობის მკვეთრი ცვლილებები.

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა მთელი რიგი ფსიქოლოგიური დარღვევებით, მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         თავის ტვინში ქიმიური პროცესების დარღვევა;

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ფსიქოლოგიური ფაქტორი (ახლობელი ადამიანების გარდაცვალება, სასტიკი მოპყრობა ოჯახში);

·         ეკზოგენური სტრესული ფაქტორები (სამსახურის დაკარგვა, კონფლიქტი, ფინანსური პრობლემები);

·         ხანგრძლივი ქრონიკური დაავადებები;

·         ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მავნე გამოყენება;

·         ორგანიზმში ჰორმონების ბალანსის დარღვევა.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         დათრგუნული მდგომარეობა;

·         აქტივობის დაგდება;

·         სწრაფი მოთენთვა;

·         ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;

·         ზედმეტი მოთენთლობა, ან პირიქით - აქტივობა;

·         კონცენტრაციისა და ყურადღების გაუარესება;

·         გაღიზიანებულობა;

·         დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა;

·         ძილის დარღვევა, უძილობა;

·         მადის დაკარგვა;

·         წონის სწრაფი დაკლება;

·         სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

იმისათივს, რომ განისაზღვროს დაავადების მკურნალობის მეთოდი, ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს საერთო დათვალიერებას და განსაზღვრავს დეპრესიის დონეს დეპრესიის ჰამილტონის შკალით.

ასევე შეიძლება დაინიშნოს შემდეგი გამოკვლევები და ანალიზები:

·         სისხლის ანალიზი;

·         შარდის ანალიზი;

·         ბაქტერიოლოგიური ანალიზი;

·         ელექტროკარდიოგრამა.

დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს თერაპევტის, ოკულისტის, ნევროლოგის, გინეკოლოგის კონსულტაცია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიდეპრესანტებს;

·         ტრანკვილიზატორებს (მწვავე დეპრესიისას);

·         ფსიქოთერაპევტულ მეთოდებს.

 

დიეტა

დეპრესიასთან გამკლავებისთვის პაციენტებს ენიშნებათ ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელშიც შედის ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ზეთ და ზღვის თევზი.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა პაციენტის მხრიდან ადგილი ჰქონდეს სუიციდის ჩადენის მცდელობას.

 

რისკის ჯგუფი:

რისკის ჯგუფში შედიან:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         ქალები (განსაკუთრებით ფეხმძიმობის და მენოპაუზის პერიოდში);

·         18-25, 35-40 ასაკის ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         დასვენების სწორად ორგანიზება;

·         ძილის რეჟიმის კონტროლი;

·         ემოციური განწყობებისა  და სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;

·         დაბალანსებული კვება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.