D ჰეპატიტი
D ჰეპატიტი (დელტა-ჰეპატიტი) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ვირუსული ინფექციით დაავადება. გამოიყოფა მწვავე და ქრონიკული ფორმები.
D ჰეპატიტი მიმდინარეობს В ჰეპატიტთან ერთად. თუ სისხლში არ არის В ვირუსი, დელტა ვირუსი ვერ მოხვდება ადამიანის ორგანიზმში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· დაუცველი სქესობრივი კავშირები, პარტნიორის ხშირად გამოცვლა;
· ინექციური ნარკოტიკების გამოყენება, არაჰიგიენური ნორმების მქონე ტატუ-სალონებში ვიზიტი (ჭუჭყიანი ნემსით დაინფიცირება);
· სისხლის გადასხმისას ან ოპერაციის გაკეთებისას დაინფიცირება;
· დაავადებული ადამიანის პირადი ნივთების გამოყენება;
· მშობიარობის დროს დაავადების დედისაგან შვილზე გადაცემა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· სწარფი დაღა;
· გულის რევა, ღებინება;
· ტკივილი სახსრებში;
· მარჯვენა ნეკნებქვეშ პერიოდული ტკივილი;
· შარდის გამუქება;
· ცხვირიდან სისხლდენა;
· კანზე სისხლჩაქცევების გაჩენა;
· სხეულის ტემპერატურის აწევა;
· ღვიძლის გადიდება;
· თვალის კაკლების და კანის სიყვითლე;
· კალას გაუფერულება;
· კალაში სისხლის ნარევი.
D ჰეპატიტის დროს სიმპტომები უდრო მკვეთრად გამოხატულია, ვიდრე В ჰეპატიტისას.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპატოლოგი და ნიშნავს:
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქცია);
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
· შარდის საერთო ანალიზს;
· ღვიძლის სინჯებს.
მკურნალობა
D ჰეპატიტის მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში (მწვავე ფორმის დროს).
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტივირუსულ პრეპარატებს;
· ჰეპატოპროტექტორებს;
· იმუნომამოდულირებელ პრეპარატებს.
დიეტა
პციენტმა უნდა დაიცვას დიეტა №5, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:
· ცხიმიანი ხორცი, თევზი და მათგან მომზადებული წვნიანები;
· კონსერვები, შებოლილი;
· ტკბილეული;
· მოხარშული კვერცხი;
· მჟავე ხილი;
· შოკოლადი, ნაყინი;
· კაკაო, მაგარი ყავა;
· გაზიანი სასმელები;
· სპირტიანი სასმელები
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკრუნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ღვიძლის ციროზი;
· ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა;
· სისხლის მიმოქცევის დაქვეითება;
· სეპსისი;
· ღვიძლის კიბო;
· ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ვაქცინაციის ჩატარება;
· სამედიცინო ინსტრუმენტების საგულდაგულოდ გასტრილება;
· სქესობრივი აქტის დროს თავის დაცვა;
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.