ცხიმოვანი ჰეპათოზი
ცხიმოვანი ჰეპათოზი – ღვიძლის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ღვიძლის უჯრედების პათოლოგიური ცვლილებებით, რის შედეგადაც მათში ხდება ცხიმების დაგროვება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ენდოკრინული სისტემის დარღვევა (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი);
· გასუქება;
· ალკოჰოლიზმი;
· ჰეპატოქსიკური მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· მარჯვენა ნეკნებქვეშ ტკივილი;
· ღებინება;
· მეტეორიზმი;
· ღვიძლის გადიდება.
შეიძლება აღინიშნებოდეს:
· გამონაყარი კანზე;
· მხედველობის გაუარესება;
· გაზრდილი მოთენთილობა;
· თმის ცვენა.
დაავადება საშიშია იმით, რომ შაქრიანი დიაბეტის და ჭარბი წონის პირებში ის შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპათოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
· შარდის საერთო ანალიზს;
· კოაგულოგრამას;
· კოპროგრამას;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
· ღვიძლის ბიოპსიას;
· ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ჰეპატოპროტექტორებს;
· იმუნომამოდულირებელ საშუალებებს;
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· სამკურნალო დიეტას;
· ფიზიკურ დატვირთვას;
· ძირითადი დაავადების მკურნალობას.
დიეტა
მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა და რაციონიდან გამორიცხოს:
· ცხიმიანი ხორცი, თევზი და წვნიანები;
· ცორცის, თევზის, ქათმის ხორცის ცხიმიანი ნაწილი;
· კონსერვები, შებოლილები, მარინადი;
· მარცვლეულ-ბუღრულეული, პური;
· მოხარშული კვერცხი;
· ხილისა და კენკროვანების მჟავე სორტი;
· ხახვი, ისპანახი;
· მდოგვი, წიწაკა;
· ბოლოკი;
· ნაყინი და შოკოლადი;
· კაკაო, მაგარი ყავა;
· გაზიანი სასმელები;
· სპირტიანი სასმელები.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· შინაგანი სისხლდენა;
· ღვიძლის ციროზი;
· ქრონიკული ჰეპატიტი;
· ღვიძლის უკმარისობა;
· ღვიძლისმიერი კომა.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· დაბალანსებული კვება;
· სხეულის მასის კონტროლი;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
· ვირუსული ჰეპატიტების პროფილაქტიკის ჩატარება.