ცრუ კრუპი

ცრუ კრუპი

 

ცრუ კრუპი (ხორხის მწვავე სტენოზი) მწვავე ინფექციური ან ანთებით დაავადების სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ხორხის შეშუპება. ცრუ კრუპი ყველაზე ხშირად გვხვდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

მიზეზები

ცრუ კრუპი ჩნდება ხორხში სასუნთქი გზების შევიწროვების გამო.

მისი გაჩენის მიზეზებია:

·         ადგილობრივი ანთებით პროცესები (ლარინგიტი, ანგინა);

·         მწვავე ინფექციური დაავადებები (წითელა, ქუნთრუშა, გრიპი);

·         ალერგიული რეაქციები;

·         ადგილობრივი ტრავმები (ჰემატომები, უცხო სხეულები);

·         ორგანიზმის დაავადებები (გულის, სისხლძარღვების, თირკმელების).

ხორხის მწვავე სტენოზი ზრდასრულებში - იშვიათი მოვლენაა და ჩნდება დიფტერიის ფონზე.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         კომპენსაციის სტადიასუნთქვის გახშირება და პულსის დასუსტება;

·         სუბკომპენსაციის სტადიახუთვა, კანის სიფერმკრთალე, პულსის გახშირება, არტერიული წნევის აწევა, ავადმყოფი შფოთავს;

·         დეკომპენსაციის სტადიახშირი სუნთქვა, ავადმყოფი სულ ვერტიკალურ მდგომარეობაშია, სახე ხდება მოლურჯო-მკრთალი ფერის, უხშირდება პულსი, ოფლიანობს, უვარდება არტერიული წნევა;

·         ასფიქსიის სტადიაწყვეტილი სუნთქვა ან სუნთქვის შეწყვეტა, გულის მუშაობის დასუსტება, ინტენსიური ხშირი პულსი, კანი ხდება მონაცრისფრო-მკრთალი ფერის, გონების დაკარგვა, შეუკავებელი შარდვა, გულის გაჩერება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-პედიატრი ატარებს დიაგნოსტიკას შემდეგი ღონისძიებებით:

·         ფარინგოსკოპია;

·         ლარინგოსკოპია;

·         ცხვირის დათვალიერება;

·         ფილტვების აუსკულტაცია;

·         ცხვირის არხების რენტგენოგრაფია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბიოტიკებს;

·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;

·         ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         სედატიურ პრეპარატებს;

·         ინჰალაციას;

·         დეჰიდრატაციულ თერაპიას;

·         ტრაქეოტომიას (დეკომპენსაციისა და ასფიქსიის სტადიისთვის).

 

საშიშროება

თუ არ მოხდა დროული დახმარების აღმოჩენა, პაციენტი შეიძლება გარდაიცვალოს ხუთვისგან.

არსებობს ტრაქეოტომიის შემდეგ გართულებების წარმოქმნის ალბათობა, როგორიცაა:

·         ასპირაციული პნევმონია;

·         კანქვეშა ენფიზემა;

·         შიდა სისხლდენა.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         ალერგიული ადამიანები;

·         ექსუდატიური დიათეზის მქონე ბავშვები;

·         გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების და ფილტვების დაავადების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ცხვირხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;

·         ვიტამინების გამოყენება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.