ჩიყვი
ჩიყვი – დაავადებების ჯგუფი, რომელსაც თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვაგვარი გადიდება.
გამოიყოფა ჩიყვის შემდეგი ფორმები:
· დიფუზიური ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება);
· კვანძოვანი ჩიყვი (ფარისებრ ჯირკვალში კვანძების გაჩენა);
· კისტოზური ჩიყვი (ფარისებრ ჯირკვალზე კისტების გაჩენა);
· დიფუზიურ ტოქსიკური ჩიყვი (ბაზედოვის დაავადება);
· შერეული ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და მასზე კვანძების წარმოქმნა).
მიზეზები
დაავადება ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით, მისი გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
· ფარისებრი ჯირკვლის ადენომა, კიბო;
· ტირეოიდული ჰორმონების არასაკმარისი ან ჭარბი გამომუშავება (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი);
· იმუნიტეტის დაქვეითება;
· მიკროსისხლჩაქცევები;
· შინაგანი ორგანოების დაავადება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· ფარისებრი ჯირკვლის გადიდება;
· დაქაჩული თვალები;
· საერთო სისუსტე;
· ჭარბი ოფლიანობა;
· წონის სწრაფად დაკლება;
· არტერიული წნევის აწევა;
· ყელის ტკივილი;
· ყელის შესიების შეგრძნება;
· გულმკერდის არეში ტკივილი;
· სუნთქვის, ყლაპვის პრობლემები.
ჩიყვის სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს, თუ ფარისებრი ჯირკვალი უმნისვნელოდ არის გადიდებული.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი და ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· შარდის ანალიზს;
· იმუნოგრამას;
· ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოსკოპიას;
· ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსიას;
· ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ტირეოიდული ჰორმონების გმოყოფის ხელშემშლელ პრეპარატებს;
· რადიოაქტიური იოდის შემცველ პრეპარატებს;
· ჩიყვის საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ქირურგიულ ჩარევას.
დიეტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა და იოდით მდიდარი საკვები პროდუქტების მიღება:
· თევზი;
· ბოსტნეული (ხახვი, პომიდორი, ჭარხალი);
· ხილი (ანანასი, ყურძენი, ვაშლი);
· საქონლის ხორცი;
· ნაღების კარაქი, რძე;
· კვერცხი.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· საყლაპავის, ტრაქეის შეკუმშვა;
· ფარისებრი ჯირკვლის მწვავე ანთება;
· ჩიყვზე ავთვისებიანი წარმონაქმნები.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· ავტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;
· ფარისებრი ჯირკვლის ადენომას ან კიბოს მქონე ადამიანები;
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ზოგადგამაჯანსარებელი პროცედურების ჩატარება;
· რაციონში იოდით მდიდარი პროდუქტების ჩართვა;
· ხანგრძლივი დასხივებისა და ინსოლაციისგან თავის დაცვა;
· ჩიყვის ადგილას ფიზიოპროცედურების ჩატარება (მაგნიტოლაზეროთერაპია).