ჩირქოვანი ოტიტი
ჩირქოვანი ოტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყურის ბარაბანის ლორწოვანი გარსის ძლიერი ანთებითი პროცესი.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ყურის ნიჟარაში ბაქტერიების, სოკოს, ინფექციის შეჭრა;
· ცხვირ-ხახის დაავადებების გართულება;
· ყურის ძლიერი დაზიანება;
· სეპსისი;
· მენინგიტის, ტუპერკულოზის გართულებები;
· გადაციება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ყურის დაგუბების, ხმაურის შეგრძნება;
· ხმა ისმის ექოს სახით;
· სმენის დაქვეითება;
· ყურის ძლიერი ტკივილი, რომელიც გადადის თვალებზე და კისერზე;
· შუა ყურის შეშუპება;
· ტემპერატურის აწევა;
· ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოტოლარინგოლოგი. მკურნალობის დასანიშნად საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· ოტოსკოპია;
· აუდიომეტრია;
· ტიმპანომეტრია;
· ყურიდან გამონადენის დათესვა;
· რენტგენოგრაფია;
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკებს;
· გასაუმტკივარებელ და სიცხის დამწევ პრეპარატებს;
· სისხლძარღვების შემავიწროვებელ ყურის წვეთებს;
· თბილ კომპრესებს;
· ფიზიოთერაპიას;
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
· სასმენი გზის ჩირქისგან გაწმენდას ქირურგიული გზით.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს:
· სმენის დაკარგვა;
· სმენის დაქვეითება
· ყურის ბარაბანის გახეთქვა;
· სახის ნერვის პარეზი;
· ქოლეოსტეატომა;
· საფეთქლის ძვლის ანთება;
· შინაგანი გართულებები;
· ტვინის აბსცესი.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
· ყურის დეფექტის მქონე ბავშვები;
· ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ყურის ან ცხვირ-ხახის ოპერაციები;
· გაზრდილი ადენოიდების მქონე ადამიანები;
· იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· ცხვრი-ხახის და ყურის დაავადებების დროული მკურნალობა;
· სასმენი გზების დაცვა წყლის მოხვედრისა და გადაციებისგან.